სუპერ-ელასტიური საღებავი ფასადებისთვის წყლის ფუძეზე 5110 Performa+
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
ფასადებისთვის განკუთვნილი სუპერ-ელასტიური აკრილის საღებავი აკრილის ემულსიის ფუძეზე,
ინარჩუნებს ელასტიურობას -30°C-მდე.
გამოყენების სფერო
- გამოიყენება ყველა მინერალური ზედაპირის ფასადებზე, ბათქაშზე, ბეტონის ზედაპირებზე,
ასევე ძველად შეღებილ ზედაპირებზე.
თავისებურებები
- ინარჩუნებს ელასტიურობას ტემპერატურის დიაპაზონში -30°C, -60°C.
- მდგრადია ზედაპირული ბზარების მიმართ, ქმნის მაღალი ელასტიურობის საფარს.
- ახასიათებს დაბალი მოხმარება, კარგი დაფარვა.
- წყალგაუმტარია, ხელს უშლის მარილის გამოყოფას, მდგრადია ტემპერატურის ცვლილებით
გამოწვეული ბზარების მიმართ, მდგრადია ობისა და ქიმიური კოროზიის მიმართ. - არ აფერხებს კედლების „სუნთქვას“.
- მდგრადია ცვეთის მიმართ.
- წყლის ფუძეზეა, უსუნო, უსაფრთხო ადამიანისა და გარემოსთვის.
გამოყენების ინსტრუქცია
- გაასუფთავეთ შესაღები ზედაპირი მტვრისგან, ჭუჭყისაგან, ცხიმისგან, ასევე საღებავის ძველი
და შეშუპებული ფენებისგან სუფთა და მდგრად მდგომარეობამდე. ახალი მინერალური
ზედაპირების შეღებვამდე უნდა დაელოდოთ 28 დღე, ზედაპირის სრულ გამკვრივებამდე.
აუცილებელია წინასწარ უზრუნველყოთ შენობის წყალგაუმტარობა. - აუცილებლობის შემთხვევაში შეავსეთ ბზარები და გაასწორეთ ზედაპირი აკრილის სქელი
საგოზავით „ALIN AKRILIK MACUN“ ან „TAMIRART“ ან „MACUNART“. - შესაღები ზედაპირი ძველი საღებავის ნარჩენებით ან ახალი მინერალური ზედაპირი
დაამუშავეთ „UNIASTAR“ ან „SILASTAR“-ით, ძლიერ შთანმთქმელი მინერალური ზედაპირი
დაამუშავეთ აკრილის პრაიმერით „AKRILIK ASTAR“. - გამოყენებამდე საღებავი კარგად უნდა აურიოთ.
- გამოყენებამდე PERFOMA+ გააზავეთ სუფთა წყლით, მაქსიმუმ 10%-ით, და დაატანეთ
ზედაპირს ორ ფენად ფუნჯით, ლილვაკით ან სპრეით. - ფენებს შორის დაელოდეთ მინიმუმ 6 საათი.
- გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ გარეცხეთ ხელსაწყოები წყლით.
- შეღებვისას და მომდევნო 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია შეინარჩუნოთ ჰაერის
ტემპერატურა ოთახში და შეღებილ ზედაპირზე მინიმუმ 5°C. - არ გამოიყენოთ ძალიან ცხელ ამინდში, მზის პირდაპირი სხივების, ძლიერი ქარის, ნისლის,
მაღალი ტენიანობის ან წვიმის დროს. - ძალიან ცხელი ზედაპირები შეღებვამდე უნდა დატენიანდეს.
- არ გამოიყენოთ საღებავი სველ ვერტიკალურ ზედაპირებზე.
გაფრთხილებები
ინახება დახურულ კონტეინერებში 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა
- პლასტმასის სათლი 2,5 ან 15-ლიტრიანი მოცულობით.
- 2,5ლ სათლები მოთავსებულია ფირის შეფუთვაში, თითოში 2 ცალი.
ხარისხის სერთიფიკატები
TS 7847






