101% ორიგინალი
ყველაზე დაბალი ფასი
უფასო მიწოდება

სილიკონის ფასადური საღებავი წყლის ფუძეზე 5122 JOKER PLUS EXT

  • Check Mark მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
  • Visa Card
  • MasterCard

აღწერა
სილიკონის დეკორატიული, მქრქალი, ფასადის წყალგამძლე საღებავი აკრილის ემულსიის ფუძეზე.

გამოყენების სფერო
● გამოიყენება ფასადებზე ნებისმიერ მინერალურ ზედაპირზე, შავ ბათქაშზე, ბეტონის ზედაპირზე, ასევე ადრე
შეღებილ ზედაპირებზე.

თავისებურებები
● სილიკონის შემცველობის გამო, იცავს ფასადს ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისგან.
● მაღალი ორთქლგამტარობის გამო, არ უშლის ხელს კედლების „სუნთქვას“.
● ატმოსფერული ნალექები და ტემპერატურული ცვლილებები გავლენას არ ახდენენ დაფარვის ხარისხზე.
● გააჩნია მაღალი გაუმჭვირობა.
● უძლებს ტუტეს.
● არ შეიცავს გამხსნელს, იხსნება წყლით და ამიტომ არა აქვს სუნი და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისა
და გარემოსთვის.

გამოყენების ინსტრუქცია
● დასამუშავებელი ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ისეთი ადჰეზიის ხელისშემშლელი ფაქტორებისგან,
როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი ან ცხიმი, ასევე ძველი ან გაჯირჯვებული საღებავის ფენებისგან, და იყოს სუფთა
და მედეგი. ახალ მინერალურ ზედაპირებზე გამოყენებამდე საჭიროა დაელოდოთ 28 დღე, ზედაპირის სრულ
გამკვრივებამდე. საჭიროა თავიდანვე მიიღოთ ყველა ზომა შენობის ჰიდროიზოლაციისთვის.
● ადრე შეღებილი ზედაპირი გაწმინდეთ ზუმფარის ქაღალდით და მოაცილოთ წარმოქმნილი მტვერი.
● საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ ბზარები და გაასწორეთ ზედაპირი აკრილის სქელი საგოზავით KALIN
AKRILIK MAKUN ან Kalekim TAMIRART ან MACUNART.
● ზედაპირი ძველი საღებავის ნარჩენებით ან ახალი მინერალური ზედაპირი დაამუშავეთ UNIASTAR ან
SILASTAR საშუალებებით, ძალიან აბსორბირებადი ან სუსტი მინერალური ზედაპირი დაამუშავეთ აკრილის
საგრუნტავით AKRILIK ASTAR.
● გამოყენებამდე კარგად არიეთ JOKER PLUS EXT.
● JOKER PLUS EXT გახსენით მაქსიმუმ 10% სუფთა წყალში და დაატანეთ ზედაპირს ორ ფენად ფუნჯით,
ლილვაკით ან საფრქვევლით.
● ფენების დატანას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 6 საათი.
● გამოყენებისთანავე გარეცხეთ ხელსაწყოები წყლით.
● ღებვის დროს და შემდეგი 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია რომ ოთახის და შეღებილი
ზედაპირის ტემპერატურა არ იყოს 5°С-ზე ნაკლები.
● არ არის რეკომენდირებული საღებავის გამოყენება ძალიან ცხელ ამინდში, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ,
ძლიერი ქარის დროს, ძალიან ტენიან ან წვიმიან ამინდში. ძალიან ცხელი ზედაპირები უნდა დატენიანდეს
წყლით გამოყენებამდე.
● არ არის რეკომენდირებული მასალის გამოყენება ჰორიზონტალურ ზედაპირებზე.

გაფრთხილებები
● გაუხსნელ შეფუთვაში შეინახეთ ტემპერატურაზე 5°С-З5°С

შეფუთვა
● 2,5 ლ, 7,5 ლ და 15 ლ პლასტმასის სათლები
● 2,5 ლ სათლები შეფუთულია ფირით ორ-ორად

ხარისხის სერტიფიკატები
TS 7847

ტექნიკური მახასიათებლები