საგრუნტავი დაუცველი ბეტონისთვის 4507 B – TONE
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
საგრუნტავი დაუცველი ბეტონის ზედაპირებისთვის გამხსნელის გარეშე, პოლიმერების
დისპერსიის ფუძეზე.
გამოყენების სფეროები
-
- გამოიყენება შიდა და გარე ზედაპირები,
- ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზედაპირებზე,
- ჭერზე,
- საგრუნტავის სახით, რაც აუმჯობესებს თაბაშირის, კირისა და ცემენტის ხსნარების
შეჭიდულობას ბეტონის ზედაპირთან.
თავისებურებები
- უზრუნველყოფს ხორკლიანობას ბეტონის გლუვ ზედაპირზე, რაც აუმჯობესებს შეჭიდულობას.
- ხელს უშლის თაბაშირისა და ცემენტის ბათქაში წყლის სწრაფ აორთქლებას, რაც
უზრუნველყოფს ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და მოხერხებულობას. - მზა გამოყენებისთვის. შესაძლებელია დატანა ფუნჯის ან ლილვაკის მეშვეობით.
- არ შეიცავს გამხსნელებს.
- უსუნოა.
ზედაპირის მომზადება
- დარწმუნდით, რომ ზედაპირი მშრალი, სუფთა და მყარია.
- ზედაპირზე არ უნდა იყოს ნარჩენები, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი, ცხიმი, საღებავი, რაც ხელს
უშლის ადჰეზიას. - ზედაპირისგან მოაცილეთ გაბზარული ბათქაში, სუსტი ფენები, რომლებსაც არ გააჩნია საყრდენი
ძალა, ცემენტის ნარჩენები. - შეავსეთ ბზარები და გაასწორეთ დასამუშავებელი ზედაპირის დეფექტები Tamirart-ის
მეშვეობით და დაფარეთ ნაპრალები.
გამოყენების ინსტრუქცია
- B-Tone-ის 12 კგ-ს უნდა დაუმატოთ 4-6 ლ წყალი, საგულდაგულოდ არიოთ და დაატანოთ
ზედაპირს ფუნჯის ან ლილვაკის მეშვეობით. ნარევი უნდა მომზადდეს მიქსერით, სიჩქარით
არაუმეტეს 500 ბრ/წთ. - მიღებული ნარევის დატანა ზედაპირზე ხდება ლილვაკის საშუალებით.
- დატანის დროს აუცილებელია ნარევის მუდმივად არევა.
მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
- გაშრობის დრო – 45-60 წთ. გაშრობის პროცესში არ შეიძლება სხვა მასალების ზემოდან დატანა.
- ზედაპირის ტემპერატურა, რომელზეც ხდება მასალის დატანა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ
+5°С. ზედაპირზე არ უნდა ხვდებოდეს რაიმე სახის ნალექი. - B-Tone-ს გაშრობიდან მინიმუმ 24 საათის შემდეგ შეიძლება ზემოდან ბათქაშის დატანა.
- საგრუნტავის დატანის შემდეგ საჭიროა საგულდაგულოდ ხელების დაბანა და ხელსაწყოების
გარეცხვა. - ხარჯი ნაჩვენებია ზოგადი ინფორმაციის სახით. ხარჯი შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენების
პირობებისა და ზედაპირის მახასიათებლების მიხედვით. - უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ უსაფრთხოების პასპორტში.
შენახვა
- შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას,
მაქსიმუმ 3 იარუსად დასაწყობებით. - დაიცავით ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
- შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს გაუხსნელ მდგომარეობაში
შეფუთვა
12 კგ და 25 კგ პლასტმასის სათლები.








