მქრქალი საღებავი წყლის ფუძეზე შიდა სამუშაოებისთვის სილიკონით. JOKER PLUS MAT
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
პროდუქტის აღწერა
მქრქალი რეცხვადი საღებავი აკრილის ემულსიის ფუძეზე შიდა სამუშაოებისთვის სილიკონით.
გამოყენების სფერო
გამოიყენება შესაბამისად მომზადებულ ახალ მინერალურ ზედაპირზე, როგორიცაა უხეში ბათქაში, ბეტონი, ცემენტის ფილები, თაბაშირმუყაო, შეუღებავი ზედაპირები, საგოზავი, შპალერი და მინა
– შპალერი შენობის შიგნით.
თავისებურებები – საღებავის სტრუქტურა განსაკუთრებულ ბზინვარებას ანიჭებს, რომელიც შესანიშნავად ანაწილებს სინათლეს.
– საღებავი უძლებს სველ დალაგებას, შესანიშნავად იწმინდება. – გააჩნია მაღალი გაუმჭვირვობა.
– არ ტოვებს ლილვაკის კვალს.
– მაღალი ორთქლგამტარობის გამო უზრუნველყოფს კედლების სუნთქვას.
– არ შეიცავს გამხსნელს, იხსნება წყლით და ამიტომ არა აქვს სუნი და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.
გამოყენების ინსტრუქცია
– დასამუშავებელი ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ისეთი ადჰეზიის ხელისშემშლელი ფაქტორებისგან, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი ან ცხიმი, ასევე ძველი საღებავის ფენებისგან უნდა იყოს სუფთა და მედეგი. – ახალმინერალურ ზედაპირებზე გამოყენებამდე საჭიროა დაელოდოთ 28 დღე ზედაპირის სრულგამკვრივებამდე. – საჭიროა თავიდანვე მიიღოთ ყველა ზომა შენობის ჰიდროიზოლაციისთვის. – ადრე შეღებილი ზედაპირი გაწმინდეთ ზუმფარის ქაღალდით და მოაცილეთ წარმოქმნილი მტვერი.
– საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ ბზარები, დაგაასწორეთ ზედაპირი აკრილის სქელი საგოზავით KALIN AKRILIK MAKUN ან Kalekim TAMIRART ან MACUNART. – ძველი ზედაპირები გამხსნელის ფუძეზე კარგად გაწმინდეთ ზუმფარის ქაღალდით და მოაცილეთ წარმოქმნილი მტვერი. – ზედაპირი ძველი საღებავის ნარჩენებით, ასევე ძველად შეღებილი და ჭუჭყიანი ზედაპირები რომელთა ფერი გსურთ შეცვალოთ დაამუშავეთ საგრუნტავით „Kale Salistar“, ახლად შესაღები აბსორბირებადი ზედაპირები კი დაამუშავეთ საგრუნტავით ძალიან აბსორბირებადი ზედაპირებისთვის „CONCENTRADET PRIMER 1/7“ ან „Kale SILASTAR“. – გამოყენებამდე კარგად არიეთ JOKER PLUS MAT. – JOKER PLUS MAT გახსენით სუფთა წყალში მოცულობის მაქსიმუმ 25 %- ზე და დაატანეთ ზედაპირს ორ ფენად ფუნჯით, ლილვაკით ან საფრქვევლით. – ფენების დატანას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 6 საათი. – გამოყენებისთანავე გარეცხეთ ხელსაწყოები წყლით. – ღებვის დროს და შემდეგი 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია ოთახის და შეღებილი ზედაპირის ტემპერატურა არ იყოს 5°С-ზე ნაკლები.
შენახვა – გაუხსნელ შეფუთვაში შეინახეთ ტემპერატურაზე 5°С-З5°С. – გაუხსნელ მდგომარეობაში ვარგისიანობის ვადა შეადგენს 72 თვეს.
შეფუთვა
— 2,5 ლ, 7,5 ლ და 15 ლ პლასტმასის სათლები
—2,5 ლ სათლები შეფუთულია ფირით ორ-ორად
ხარჯი საშუალოდ:
15 ლტ 1 პირი 120 მ2 – 150 მ2








