სილიკონის მქრქალი საღებავი 5156 KALIA MAT – GEO
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
ინტერიერის მოპირკეთებისთვის განკუთვნილი მქრქალი, რეცხვადი, დეკორატიული საღებავი
აკრილის ემულსიის ფუძეზე სილიკონის დანამატით.
გამოყენების სფერო
- გამოიყენება სათანადოდ მომზადებული მინერალური ზედაპირების შეღებვისთვის,
როგორიცაა უხეში თაბაშირი, ბეტონი, აზბესტ-ცემენტი და თაბაშირ-მუყაოს ფილები, ასევე
შეღებილ ზედაპირებზე, საგოზავზე, შპალერსა და მინა-შპალერზე შიდა სივრცეებში.
თავისებურებები
- სილიკონის დანამატის შემცველობა აძლიერებს ცვეთის საწინააღმდეგო თვისებებს და
აადვილებს გაწმენდას. - გააჩნია მაღალი დაფარვა.
- აქვს მაღალი გაუმჭვირობა.
- აქვს მაღალი ორთქლის გამტარიანობა, რაც უზრუნველყოფს კედლების „სუნთქვას“.
- ვინაიდან საღებავი წყლის ფუძეზეა, ის არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში და არ აზიანებს
გარემოს.
გამოყენების ინსტრუქცია
- გაასუფთავეთ შესაღები ზედაპირი მტვრისგან, ჭუჭყისაგან, ცხიმისგან, ასევე საღებავის ძველი
და შეშუპებული ფენებისგან სუფთა და მდგრად მდგომარეობამდე. ახალი მინერალური
ზედაპირების შეღებვამდე უნდა დაელოდოთ 28 დღე, ზედაპირის სრულ გამკვრივებამდე.
აუცილებელია წინასწარ უზრუნველყოთ შენობის წყალგაუმტარობა. - ძველი სინთეტიკური საღებავით ადრე შეღებილი ზედაპირი კარგად გაასუფთავეთ ზუმფარის
ქაღალდით და მოაშორეთ ზედაპირიდან წარმოქმნილი მტვერი. - აუცილებლობის შემთხვევაში შეავსეთ ბზარები და გაასწორეთ ზედაპირი აკრილის თხელი
საგოზავით „INCE AKRILIK MACUN“ ან „MACUNART“. - იდეალური საფარის მისაღებად საჭიროა მთლიანი ზედაპირის მოსწორება აკრილის თხელი
საგოზავით „INCE AKRILIK MACUN“ ან „MACUNART“. - ძველი საღებავით დაფარული შესაღები ზედაპირები, ასევე ადრე შეღებილი და ჭუჭყიანი
ზედაპირები, რომელთა ფერიც შეცვლა გსურთ, უნდა დამუშავდეს „Kale Salistar“ პრაიმერით,
ხოლო ახლად შეღებილი შთანმთქმელი ზედაპირები დამუშავდეს „Kale SATEN ALCI ASTARI”
„Kale Salistar“ პრაიმერებით ძლიერ შთანმთქმელი ზედაპირებისთვის. - გამოყენებამდე საღებავი კარგად უნდა აურიოთ. KALE MAT გააზავეთ სუფთა წყლით, მაქსიმუმ
25%-ით, და დაატანეთ ზედაპირს ორ ფენად ფუნჯით, ლილვაკით ან სპრეით. - ფენებს შორის დაელოდეთ მინიმუმ 2 საათი.
- გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ გარეცხეთ ხელსაწყოები წყლით.
- შეღებვისას და მომდევნო 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია შეინარჩუნოთ ჰაერის
ტემპერატურა ოთახში და შეღებილ ზედაპირზე მინიმუმ 5°C.
გაფრთხილებები
- ინახება დახურულ კონტეინერებში 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.
- ვარგისიანობის ვადა გაუხსნელ შეფუთვაში შეადგენს 36 თვეს.
შეფუთვა
- პლასტმასის სათლი 2,5, 7,5 ან 15-ლიტრიანი მოცულობით.
- 2,5ლ სათლები მოთავსებულია ფირის შეფუთვაში, თითოში 2 ცალი.
ხარისხის სერთიფიკატები
TS 5808




