101% ორიგინალი
ყველაზე დაბალი ფასი
უფასო მიწოდება

საგრუნტავი დაუცველი ბეტონისთვის 4507 B – TONE

  • Check Mark მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
  • Visa Card
  • MasterCard

აღწერა
საგრუნტავი დაუცველი ბეტონის ზედაპირებისთვის გამხსნელის გარეშე, პოლიმერების
დისპერსიის ფუძეზე.

გამოყენების სფეროები

    • გამოიყენება შიდა და გარე ზედაპირები,
    • ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზედაპირებზე,
    • ჭერზე,
    • საგრუნტავის სახით, რაც აუმჯობესებს თაბაშირის, კირისა და ცემენტის ხსნარების
      შეჭიდულობას ბეტონის ზედაპირთან.

თავისებურებები

  •  უზრუნველყოფს ხორკლიანობას ბეტონის გლუვ ზედაპირზე, რაც აუმჯობესებს შეჭიდულობას.
  • ხელს უშლის თაბაშირისა და ცემენტის ბათქაში წყლის სწრაფ აორთქლებას, რაც
    უზრუნველყოფს ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და მოხერხებულობას.
  • მზა გამოყენებისთვის. შესაძლებელია დატანა ფუნჯის ან ლილვაკის მეშვეობით.
  • არ შეიცავს გამხსნელებს.
  • უსუნოა.

ზედაპირის მომზადება

  •  დარწმუნდით, რომ ზედაპირი მშრალი, სუფთა და მყარია.
  • ზედაპირზე არ უნდა იყოს ნარჩენები, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი, ცხიმი, საღებავი, რაც ხელს
    უშლის ადჰეზიას.
  • ზედაპირისგან მოაცილეთ გაბზარული ბათქაში, სუსტი ფენები, რომლებსაც არ გააჩნია საყრდენი
    ძალა, ცემენტის ნარჩენები.
  • შეავსეთ ბზარები და გაასწორეთ დასამუშავებელი ზედაპირის დეფექტები Tamirart-ის
    მეშვეობით და დაფარეთ ნაპრალები.

გამოყენების ინსტრუქცია

  •  B-Tone-ის 12 კგ-ს უნდა დაუმატოთ 4-6 ლ წყალი, საგულდაგულოდ არიოთ და დაატანოთ
    ზედაპირს ფუნჯის ან ლილვაკის მეშვეობით. ნარევი უნდა მომზადდეს მიქსერით, სიჩქარით
    არაუმეტეს 500 ბრ/წთ.
  • მიღებული ნარევის დატანა ზედაპირზე ხდება ლილვაკის საშუალებით.
  • დატანის დროს აუცილებელია ნარევის მუდმივად არევა.

მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები

  • გაშრობის დრო – 45-60 წთ. გაშრობის პროცესში არ შეიძლება სხვა მასალების ზემოდან დატანა.
  • ზედაპირის ტემპერატურა, რომელზეც ხდება მასალის დატანა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ
    +5°С. ზედაპირზე არ უნდა ხვდებოდეს რაიმე სახის ნალექი.
  • B-Tone-ს გაშრობიდან მინიმუმ 24 საათის შემდეგ შეიძლება ზემოდან ბათქაშის დატანა.
  • საგრუნტავის დატანის შემდეგ საჭიროა საგულდაგულოდ ხელების დაბანა და ხელსაწყოების
    გარეცხვა.
  • ხარჯი ნაჩვენებია ზოგადი ინფორმაციის სახით. ხარჯი შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენების
    პირობებისა და ზედაპირის მახასიათებლების მიხედვით.
  • უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ უსაფრთხოების პასპორტში.

შენახვა

  • შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას,
    მაქსიმუმ 3 იარუსად დასაწყობებით.
  • დაიცავით ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
  • შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს გაუხსნელ მდგომარეობაში

შეფუთვა
12 კგ და 25 კგ პლასტმასის სათლები.

ტექნიკური მახასიათებლები