წყალგაუმტარი დანამატი – 5101 BETOPLUS 101
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
ფხვნილისებრი დანამატი სამშენებლო ნარევების – ბეტონის, ბათქაშის და მოსაჭიმის –
ჰიდროიზოლაციისთვის
გამოყენების სფეროები
- ბათქაშები და სამშენებლო ხსნარები, რომლებიც ექვემდებარება წყლისა და ნესტის ზეგავლენას.
- ფასადური ბათქაშები
- კერამიკული მოსაჭიმი ქვეშ
- გამოიყენება წყალგამძლე დანამატის სახით, სასმელი წყლის ავზებში, საცურაო აუზებში,
ფუნდამენტში და ბეტონის კედლებში.
თავისებურებები
- აუმჯობესებს წყალგაუმტარობას სამშენებლო ნარევებში, ბეტონისა და ცემენტის ხსნარებში
კაპილარული ფორების შევსების ხარჯზე - არ ექვემდებარება კირის ზემოქმედებას
- აუმჯობესებს ხსნარის სიმკვრივეს
- არ ახდენს გავლენას ბეტონის/ხსნარის გამაგრების დროზე.
გამოყენების ინსტრუქცია
- ცემენტის თითო ტომარაზე (50 კგ) დაამატეთ 1 სათლი Betoplus 101 მშრალ ნარევში.
- მშრალი ნარევის საგულდაგულოდ არევის შემდეგ, დაამატეთ საჭირო რაოდენობით წყალი.
- მზა ხსნარი გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.
მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
- BETOPLUS 101 აუცილებლად უნდა დაამატოთ მშრალ ნარევში წყლის დამატებამდე და ორჯერ
საგულდაგულოდ არიოთ. წყლის დამატების შემდეგ შეუძლებელია ერთგვაროვანი ნარევის
მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიდროიზოლაციური თვისებების დაკარგვა. - 5101 Betoplus 101 გამოყენება შეიძლება სხვა Kalekim ცემენტიან ხსნარებთან ერთად. აუცილებელია
წინასწარი ტესტი ერთმანეთთან შეთავსებადობის გამოსავლენად. დამატებითი ინფორმაციისთვის
მიმართეთ Kalekim საკომუნიკაციო ცენტრს - უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ უსაფრთხოების პასპორტში.
შენახვა
- შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, სუფთა, მშრალ, ნესტისა და მზის პირდაპირი
სხივებისგან დაცულ ადგილას. - დაიცავით წყლის, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
- შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს, ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით.
შეფუთვა
330 გ PE პაკეტი.




