ჰიდროიზოლაციური მასალა ელასტომერული ფისის ფუძეზე, მდგრადი ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ – 3131 elastikor
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
ერთკომპონენტიანი ჰიდროიზოლაციური საფარი მასალა თხევადი პლასტიკისგან, ელასტომერული
ფისის ფუძეზე.
გამოყენების სფერო
- ბეტონის და შელესილი ზედაპირების, გალვანური აბაზანების, მოთუთიებული ზედაპირების,
ალუმინის, პვქ, პენოპოლისტიროლის, შეუღებავი ხის, სახურავებისა და ტერასების იზოლაცია. - შენობების ჰიდროიზოლაცია გარედან.
- ბზარების, სახურავების კიდეების, წინაფრების, ფილების შეერთებებისა და სხვა კონსტრუქციებისა
და ნაწილების იზოლაცია.
თავისებურებები
- მაღალი მედეგობა ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.
- 600%-იანი ელასტიურობა.
- ეკოლოგიურად სუფთა, არ შეიცავს გამხსნელებს.
- მაღალი ორთქლგამტარობა.
- ინარჩუნებს ელასტიურობას დაბალ ტემპერატურაზე.
- უზრუნველყოფს უნაკერო მდგრად ჰიდროიზოლაციას.
- დაბალი შრომითი ხარჯები.
- პროდუქტზე შეიძლება საღებავის დატანა.
- გამოყენებისთვის მზა ხსნარი, ადვილი დატანა ფუნჯის ან ლილვაკის მეშვეობით
- ტიპი: DMO1P (TS EN 14891 შესაბამისად)
ზედაპირის მომზადება
- ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, სუფთა და მყარი.
- გაასუფთავეთ დასამუშავებელი ზედაპირი მტვრისგან, ჭუჭყისაგან, ცხიმისგან, საღებავისგან,
რომელიც ამცირებს ადჰეზიას. - ზედაპირისგან მექანიკური მეთოდებით მოაცილეთ მასზე არსებული თავისუფალი მასალები.
- მოწყვეტილი ნაწილები, ბზარები და დაზიანებები გაასწორეთ Tamirart სერიის პროდუქციის
მეშვეობით. - მოახდინეთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური პირაპირების ჰერმეტიზაცია Tamirart S40
სამშენებლო- სარემონტო ხსნარით. - თუ შეუძლებელია სამშენებლო- სარემონტო ხსნარით დაფარვა, მაშინ მოახდინეთ ჰორიზონტალური
და - ვერტიკალური პირაპირების, პარაპეტების კუთხეების, ღრეჩოების, კვამლსადენის ქვედა ნაწილებისა
და სხვა მსგავსი ადგილების იზოლაცია შესაბამისი ტიპის Kalekim დელიტაციური ლენტით. ეს
სამუშაოები უნდა ჩატარდეს Elastikor-ის პირველი ფენის წასმის შემდეგ. - აბსორბციიდან გამომდინარე, დატანამდე ზედაპირი დაამუშავეთ გრუნტით Kalekim Astar.
- მეტალის ზედაპირებისთვის გამოიყენეთ კოროზიის საწინააღმდეგო საგრუნტავი.
გამოყენების ინსტრუქცია
- არიეთ Elastikor მიქსერით დაბალ სიჩქარეზე, დაატანეთ ფუნჯით ან ლილვაკით 3 ფენად
ჰორიზონტალურ ზედაპირზე და 2 ფენად ვერტიკალურ ზედაპირებზე. დატანილი მასალის საერთო
სისქე უნდა იყოს 1.0 – 1.5 მმ. - მეორე ფენა დაატანეთ პირველი ფენის მთლიანად გაშრობის შემდეგ.
- ფენებს შორის ლოდინის დრო 4 საათია, გარემოს ტემპერატურის მიხედვით. ეს დრო შეიძლება
გაიზარდოს 24 საათამდე, რაც დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე და ფარდობით
ტენიანობაზე.
მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
- 3131 Elastikor არის გამოსაყენებლად მზა მასალა, რომელსაც არ უნდა დაემატოს სხვა ნივთიერებები,
გარდა ტექნიკურ პასპორტში რეკომენდირებულისა. - მასალა გამოყენებული უნდა იქნეს ვარგისიანობის ვადის გასვლამდე. სამუშაოს შესრულებისას არ
გამოიყენოთ ვადაგასული მასალები. - გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ მოხდეს საიზოლაციო მასალის დაზიანება
მექანიკური ზემოქმედების შედეგად და დაიცავით ჰიდროსაიზოლაციო მასალა გაშრობისას. - პირველ დღეებში დაიცავით ზედაპირები ახალი ჰიდროიზოლაციით მზის პირდაპირი სხივებისგან,
ჰაერის ინტენსიური მოძრაობის, ჰაერის მაღალი ტემპერატურის (+35°C-ზე მეტი), ნალექების, ყინვის
და სხვა არახელსაყრელი კლიმატური ზემოქმედებისგან. - გამოყენებას შორის შუალედებში შეინახეთ მასალა დახურულ კონტეინერში. დაიცავით გაყინვისგან.
- ფართო ზედაპირების გამაგრების და ნაპრალების დაფარვისას გამოიყენეთ Elastikor სპეციალურ
წყალგაუმტარ ბადესთან ერთად. პარაპეტების კუთხეების, ღრეჩოების, კვამლსადენის ქვედა
ნაწილებისა და სხვა მსგავსი ადგილების იზოლაციისთვის რეკომენდებულია შესაბამისი ტიპის
Kalekim დელიტაციური ლენტის ან სპეციალური ჰიდროიზოლაციური ბადის გამოყენება.. ეს
სამუშაოები უნდა ჩატარდეს Elastiko-ის პირველი ფენის წასმის შემდეგ. ან მასალის გამოყენება
სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო ბადის გამოყენებით. ეს სამუშაოები უნდა ჩატარდეს Elastikor-ის
პირველი ფენის წასმის შემდეგ. - არ გამოიყენოთ ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე, მზის პირდაპირის სხივების ქვეშ ან ამინდის
ისეთ პირობებში, როგორიცაა ძლიერი ქარი, ნისლი, წვიმა ან გაყინვის საფრთხის შემთხვევაში.
დაბალმა ტემპერატურამ და მაღალმა ფარდობითმა ტენიანობამ შეიძლება გაზარდოს გაშრობის დრო. - არ გამოიყენოთ წვიმიან ამინდში, დაიცავით ზედაპირი წვიმისგან მასალის დატანიდან 24 საათის
განმავლობაში. - არ გამოიყენოთ წყლის უარყოფითი წნევის მქონე ადგილებში.
- ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზედაპირები უნდა
დაიფაროს დამცავი საფარით (მოსაჭიმი, კერამიკული ფილები). - შემდგომი კერამიკული საფარისთვის გამოიყენეთ ელასტიური წებო, რომელიც უზრუნველყოფს
მინიმუმ S1 მახასიათებლებს. Elastikor ზრდის ზედაპირის აბსორბციის უნარს გაშრობამდე
ქვიშაჭავლური დამუშავების შემდეგ. - არ გამოიყენოთ მდგარი წყლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ზედაპირებზე.
- არ დაუშვათ ზედაპირის დასველება მასალის დატანის შემდეგ.
- უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ უსაფრთხოების საინფორმაციო ფურცელი.
შენახვა
- შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სუფთა, ნესტისა და მზის პირდაპირი
სხივებისგან დაცულ ადგილას. - დაიცავით წყლისგან, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
- შეინახეთ არაუმეტეს 3 სათლის სიმაღლის შტაბელებად.
- ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, შენახვის ვადა შეადგენს 24 თვეს
შეფუთვა
1 კგ, 3 კგ, 10 კგ და 20 კგ პლასტმასის სათლები.
ხარისხის სერტიფიკატები
TS EN 14891 და TS EN 1504-2





