101% ორიგინალი
ყველაზე დაბალი ფასი
უფასო მიწოდება

წებო ფილებისთვის (C1TE) 1072 Profesyonal Premium

  • Check Mark მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
  • Visa Card
  • MasterCard

აღწერა
წებო კერამიკისთვის ცემენტის ფუძეზე, შემცირებული წანაცვლებით და ხანგრძლივი
სიცოცხლისუნარიანობით.

გამოყენების სფერო
● იძლევა შესანიშნავ შედეგს ისეთი მასალების ჰორიზონტალური და ვერტიკალური გამოყენებისას,
როგორიცაა კერამიკა, მოზაიკა, დეკორატიული აგური, ბუნებრივი ქვა, ტრავერტინი, გამოიყენება
ტენიან ოთახებში, როგორიცაა აბაზანა და სამზარეულო, ისეთ ზედაპირებზე, როგორიცაა ბეტონი,
ბათქაში, მოსაჭიმი.
● არსებულ კერამიკაზე ახალი ფილების დაწებებამდე, საჭიროა მისი დაგრუნტვა Kalekim Dolgulu
Astar-ით.

თავისებურებები
● გააჩნია მაღალი ადჰეზია.
● გამოდგება კერამიკული იატაკის დასაფარად ზემოდან ქვემოთ. არ სრიალებს.
● ზოგავს დროსა და შრომას ხსნარის მაღალი სიცოცხლისუნარიანობის გამო.
● ადვილად მუშავდება კბილა შპატელით.

ზედაპირის მომზადება
● დარწმუნდით, რომ ზედაპირი მშრალი, სუფთა და მყარია.
● დასამუშავებელი ზედაპირი უნდა იყოს თავისუფალი ნარჩენებისგან, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი,
ზეთი, წიდა, საღებავი, რაც ხელს უშლის ადჰეზიას.
● გადაფხიკეთ დაბზარული ბათქაში, არამდგრადი ზედაპირები, დუღაბისა და ცემენტის ნარჩენები.
● ზედაპირზე არსებული დეფექტები და ბზარები გაასწორეთ Tamirart ან Mastar 10 სერიის
პროდუქტებით.
● გამოყენებამდე ზედაპირი დაგრუნტეთ Kalekim Astar-ით, ზედაპირის აბსორბციული თვისებების
შესაბამისად.
● წებოს ადჰეზიური სიმტკიცის გასაზრდელად, ბეტონის ღია ზედაპირები დაგრუნტეთ Kalekim В-
tone საგრუნტავით.
● ფილების უკანა მხარეს არსებული მტვერი დაასველეთ და გაწმინდეთ.

გამოყენების ინსტრუქცია
● ნელი მორევით ჩაყარეთ Profesyonel Premium 1072 თბილ სუფთა წყალში, ტექნიკურ ცხრილში
მითითებული პროპორციით, აურიეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე (კოლტების გარეშე).
შერევისთვის რეკომენდებულია დაბალი სიჩქარის მიქსერის გამოყენება. არ დაამატოთ დანამატები,
რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციებში.
● გააჩერეთ 5-10 წუთი ხსნარის მომწიფებამდე და განმეორებით აურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
● ხარჯი შეადგენს 3-5 კგ/მ2.
● მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ 6 საათის განმავლობაში.
● უკეთესი ადჰეზიისთვის ჯერ დაატანეთ წებოს თხელი ფენა შპატელის ბრტყელი მხარით, შემდეგ
დაამუშავეთ ზედაპირი ფილის ზომის შესაბამისი შპატელის კბილა მხარით.
● დააწებეთ ფილა ძლიერი დაწოლით წებოს კბილა შპატელით დატანიდან 30 წუთის განმავლობაში.
დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდ ედება წებოს ფენას. არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში
(მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა, ქარი და ა.შ.) ეს დრო შეიძლება შეამციროს. ამ დროის
გადაჭარბების შემთხვევაში გადაფხიკეთ ხსნარი ზედაპირიდან.
● შეხებით მუდმივად შეამოწმეთ წებოს ვარგისიანობა, მის ზედაპირზე არ უნდა წარმოიქმნას ქერქი.

მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
● გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ ინსტრუმენტები წყლის
დიდი რაოდენობით. ზედაპირები უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ქსოვილით.
● გამოყენებისას და მის შემდეგ დაიცავით ზედაპირი ჰაერის ნაკადებისგან.
● ცხელ ამინდში დაიცავით ხსნარი მზის პირდაპირი სხივებისგან. ხსნარი თბილი წყლით უნდა
განზავდეს.
● Kalekim-ის გამოყენებით დაგებული ფილები მოარიდეთ წყალთან პირდაპირ კონტაქტს მინიმუმ 24
საათის განმავლობაში. დაიცავით გაყინვისა და მზის ძლიერი სხივებისგან მინიმუმ 5-7 დღის
განმავლობაში.
● პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული ვარგისიანობის ვადის განმავლობაში. არ გამოიყენოთ
ვადაგასული ან ქერქიანი ხსნარი.
● არ დაატანოთ ზედაპირებზე, რომლებიც შეიძლება გაიყინოს 24 საათის განმავლობაში. არ
გამოიყენოთ გაყინულ ან მდნარ ზედაპირებზე.
● არ გამოიყენოთ ძლიერი ქარის დროს ან ცხელ ზედაპირზე მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. თუ
არსებობს ამ გარემოში გამოყენების საჭიროება, სამუშაოს დაწყებამდე გარემო და ზედაპირი უნდა
შესაბამისად მომზადდეს.
● არ გამოიყენოთ წვიმიან ამინდში, დასამუშავებელი ზედაპირი დაცული უნდა იყოს წვიმისგან 24
საათის განმავლობაში.
● ქვეითი მოძრაობისთვის იატაკის გახსნა შესაძლებელია დაახლოებით 24 საათის შემდეგ.
● გამოყენებისას ზედაპირისა და გარემოს ტემპერატურა უნდა იყოს (+5°C) -(+35°C).

გაფრთხილებები
● ვინაიდან წებო ცემენტის ფუძეზეა, არ შეისუნთქოთ მტვერი, მოარიდეთ კანთან და თვალებთან
კონტაქტს. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ უსაფრთხოების პასპორტი.
● მითითებული ხარჯი მოცემულია ზოგადი ინფორმაციისთვის.
● ხარჯი შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენების პირობებისა და ზედაპირის თვისებების მიხედვით.

შენახვა
● შეინახეთ პროდუქტის შეფუთვა გრილ, მშრალ, ტენიანობისგან დაცულ ადგილას +5°C-დან +35°C-
მდე ტემპერატურაზე, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
● დაიცავით წყლის, ყინვისა და არასასურველი ამინდის პირობებისგან.
● არ დააწყოთ 10-ზე მეტი შეფუთვა ერთმანეთზე.
● ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ვარგისიანობის ვადა არ აღემატება 12 თვეს.

შეფუთვა
● 5 კგ პოლიეთილენის პაკეტი
● 20 და 25 კგ კრაფტ-ტომარა

ხარისხის სერტიფიკატები
სერტიფიკატი TS EN 12004-1/ კლასი
C1TE C: ცემენტის ფუძეზე
1: ნორმალური გამკვრივება (სტანდარტული შესრულება)
T: შემცირებული წანაცვლება
E: გაზრდილი სამუშაო დრო

ტექნიკური მახასიათებლები