ელასტიური წებო კერამიკული ფილებისთვის (С2ТЕ S1) 1054 TECHNOFLEX
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
მაღალეფექტური ელასტიური წებო S1 კლასის ცემენტის ფუძეზე, გაზრდილი სამუშაო დროით და
მედეგობით ვერტიკალურ ზედაპირზე წანაცვლების მიმართ.
გამოყენების სფერო
● ისეთი მასალების ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაწებებისთვის, როგორიცაა კერამიკა,
ნატურალური ქვა, ტრავერტინი, დეკორატიული აგური, გრანიტი, ფაიფურ-კერამიკული ფილები,
კლინკერი, კოტო და მსგავსი მასალები, შენობების შიგნით და გარეთ, ბეტონის, ბათქაშის,
მოსაჭიმის ზედაპირებზე.
● ძველი კერამიკისა და გრანიტის ზედაპირების კერამიკული ფილებით მოპირკეთებისთვის.
● თაბაშირის, შეღებილი და მსგავსი რთული ზედაპირების კერამიკული ფილებით
მოპირკეთებისთვის.
● აუზების, წყლის რეზერვუარებისა და წყლის მსგავსი ნაგებობებისთვის.
● საყინულე და წრთობის საკნების, ღუმელების გარეთა ნაწილების, შიგნიდან გაცხელებადი
ზედაპირებისა (თბილი იატაკები) და სხვა ნაგებობებისთვის, რომლებიც ტემპერატურის მკვეთრ
ცვლილებებს ექვემდებარებიან.
● აივნებისა და ტერასების მოპირკეთებისთვის.
● ინტენსიური საქვეითო მოძრაობის ადგილების მოპირკეთებისთვის, როგორიცაა სკოლები,
საავადმყოფოები, სავაჭრო ცენტრები და სხვა.
თავისებურებები
● გააჩნია მაღალი შეჭიდულობა
● S1 კლასის ელასტიურობის გამო, გააჩნია მედეგობა ზედაპირული ძაბვის მიმართ, რომელიც
ჩნდება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს.
● გააჩნია მედეგობა ვერტიკალურ ზედაპირზე წანაცვლების მიმართ.
● გაზრდილი სამუშაო დრო.
● მოსახერხებელია კბილა შპატელით დამუშავებისთვის.
● შეესაბამება A118.11 და ANSI 118.4 სტანდარტებს.
ზედაპირის მომზადება
● ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, სუფთა და მყარი. გაასუფთავეთ დასამუშავებელი ზედაპირი
მტვრისგან, ჭუჭყისაგან, ცხიმისგან, საღებავისგან, რომელიც ამცირებს ადჰეზიას.
● ზედაპირისგან მოაცილეთ გაბზარული ბათქაში, სუსტი ფენები, რომლებსაც არ გააჩნია საყრდენი
ძალა, ცემენტის ნარჩენები.
● შეავსეთ ბზარები და გაასწორეთ დასამუშავებელი ზედაპირის დეფექტები Tamirart ან Мastar 10
სერიის პროდუქციის საშუალებით. ანჰიდრიდის ზედაპირებისთვის გამოიყენეთ Gypsastar.
● აბსორბციიდან გამომდინარე, დატანამდე ზედაპირი დაამუშავეთ გრუნტით Kalekim Astar.
● დაუცველ ბეტონზე დატანამდე, უკეთესი შეჭიდულობისთვის, დაამუშავეთ ზედაპირი გრუნტით
დაუცველი ბეტონისთვის Kalekim B-tone.
● გაწმინდეთ და დაატენიანეთ კერამიკული ფილების უკანა ნაწილი.
გამოყენების ინსტრუქცია
● თანდათანობით ჩაყარეთ Technoflex წყალში ტექნიკურ ცხრილში მითითებული პროპორციით და
არიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. რეკომენდირებულია მიქსერის გამოყენება
დაბალ ბრუნვებზე. დაუშვებელია ნებისმიერი ნივთიერების დამატება, რომელიც არ არის
მითითებული ინსტრუქციაში.
● მიღებული ხსნარი დატოვეთ მომწიფებისთვის 5-10 წუთამდე. გამოყენებამდე ისევ არიეთ 1-2
წუთის განმავლობაში.
● ხარჯი 3-5 კგ/მ2.
● მზა ხსნარი გამოიყენეთ 6 საათის განმავლობაში.
● ადჰეზიის უფრო მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, მოსაპირკეთებელ ზედაპირს დაატანეთ
ხსნარი სწორი ქაფჩით, შემდეგ კი გადაატარეთ კბილა შპატელი, შერჩეული ფილის ზომის
შესაბამისად.
● 40х40 სმ და მეტი ზომის ფილების მიკრობის პროცესში, ასევე ინტენსიური საფეხმავლო
მოძრაობის ადგილებში რეკომენდირებულია მიკრობის კომბინირებული მეთოდის გამოყენება.
● მიაკარით ფილები დაწოლით ხსნარის დატანისა და გასწორებიდან არაუგვიანეს 30 წუთისა.
მაღალი ტემპერატურის, ტენიანობის დაბალი დონის, ქარის ან მსგავსი შეუსაბამო პირობების
შემთხვევაში, ფილების მიკრობის დრო შეიძლება შემცირდეს. არ გამოიყენოთ ხსნარი რომლის
გამოყენების ვადა ამოწურულია. ასეთი ხსნარი უნდა მოაცილოთ ზედაპირიდან.
● შეხებით მუდმივად შეამოწმეთ წებო და დარწმუნდით, რომ ზემოდან არ გაჩნდა ქერქი და ის
კვლავ „მუშა მდგომარეობაშია“.
მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
● სამუშაოს დასრულების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ ხელსაწყოები წყლით.
ზედაპირები უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ქსოვილით.
● პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მისი სამუშაო ვადის განმავლობაში. ვადაგასული ან
ქერქიანი ხსნარის გამოყენება მკაცრად აკრძალულია.
● Technoflex-ით დაწებებული ფილები დაცული უნდა იყოს წყალთან პირდაპირი კონტაქტისგან 24
საათის განმავლობაში. ასევე, 5-7 დღის განმავლობაში აუცილებელია გაყინვისა და მზის ძლიერი
სხივების ზემოქმედებისაგან დაცვა.
● კედლებზე ნაპრალების წაგლესა შესაძლებელია 8 საათის შემდეგ, ხოლო იატაკზე 24 საათის
შემდეგ.
● 24 საათის შემდეგ იატაკები შეიძლება გაიხსნას მსუბუქი მოძრაობისთვის.
● სამუშაოს შესრულების დროს და მის შემდეგ ზედაპირი დაცული უნდა იყოს ქარისგან.
● ცხელ ამინდში აუცილებელია ხსნარის დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან, ხოლო ხსნარი უნდა
მომზადდეს თბილი წყლით.
● არ გამოიყენოთ წვიმიან ამინდში. გამოყენების შემდეგ დაიცავით წვიმისგან 24 საათის
განმავლობაში.
● ზედაპირის და გარემოს საშუალო ტემპერატურა გამოყენების დროს უნდა იყოს +5°C-+35°C.
● პროდუქტი ცემენტის ფუძეზეა, ამიტომ არ შეისუნთქოთ მტვერი, მოერიდეთ თვალებთან და
კანთან კონტაქტს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის უსაფრთხოების ფორმა.
● გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ზოგადი ინფორმაციის სახით. ის განსხვავდება
გამოყენების პირობებისა და ზედაპირის მახასიათებლების მიხედვით.
● ხსნარი ცემენტის ფუძეზეა! არ შეისუნთქოთ მტვერი, მოერიდეთ ხსნარის კონტაქტს თვალებთან
და დაუცველ კანთან! დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის უსაფრთხოების
პასპორტი.
● ხარჯი ნაჩვენებია ზოგადი ინფორმაციის სახით.
● ხარჯი შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენების პირობებისა და ზედაპირის მახასიათებლების
მიხედვით.
შენახვა
● შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სუფთა, ნესტისა და მზის პირდაპირი
სხივებისგან დაცულ ადგილას.
● დაიცავით წყლისგან, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
● შეინახეთ პროდუქტები მშრალ ადგილას, მაქსიმუმ 10 მწკრივში შტაბელებად.
● ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს
შეფუთვა
● 20 კგ და 25 კგ კრაფტ-ტომარა
ხარისხის სერტიფიკატები
კლასი С2TE S1 სერტიფიცირებული EN 12004-1.
С: ცემენტის ფუძეზე
2: მაღალეფექტური
Т: შემცირებული წანაცვლება ვერტიკალური
ზედაპირიდან
Е: გაზრდილი სამუშაო დრო
S1: ელასტიური




