101% ორიგინალი
ყველაზე დაბალი ფასი
უფასო მიწოდება

წყალგაუმტარი დანამატი – 5101 BETOPLUS 101

  • Check Mark მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
  • Visa Card
  • MasterCard

აღწერა
ფხვნილისებრი დანამატი სამშენებლო ნარევების – ბეტონის, ბათქაშის და მოსაჭიმის –
ჰიდროიზოლაციისთვის

გამოყენების სფეროები

  • ბათქაშები და სამშენებლო ხსნარები, რომლებიც ექვემდებარება წყლისა და ნესტის ზეგავლენას.
  • ფასადური ბათქაშები
  • კერამიკული მოსაჭიმი ქვეშ
  • გამოიყენება წყალგამძლე დანამატის სახით, სასმელი წყლის ავზებში, საცურაო აუზებში,
    ფუნდამენტში და ბეტონის კედლებში.

თავისებურებები

  • აუმჯობესებს წყალგაუმტარობას სამშენებლო ნარევებში, ბეტონისა და ცემენტის ხსნარებში
    კაპილარული ფორების შევსების ხარჯზე
  • არ ექვემდებარება კირის ზემოქმედებას
  • აუმჯობესებს ხსნარის სიმკვრივეს
  • არ ახდენს გავლენას ბეტონის/ხსნარის გამაგრების დროზე.

გამოყენების ინსტრუქცია

  • ცემენტის თითო ტომარაზე (50 კგ) დაამატეთ 1 სათლი Betoplus 101 მშრალ ნარევში.
  • მშრალი ნარევის საგულდაგულოდ არევის შემდეგ, დაამატეთ საჭირო რაოდენობით წყალი.
  • მზა ხსნარი გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.

მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები

  • BETOPLUS 101 აუცილებლად უნდა დაამატოთ მშრალ ნარევში წყლის დამატებამდე და ორჯერ
    საგულდაგულოდ არიოთ. წყლის დამატების შემდეგ შეუძლებელია ერთგვაროვანი ნარევის
    მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიდროიზოლაციური თვისებების დაკარგვა.
  • 5101 Betoplus 101 გამოყენება შეიძლება სხვა Kalekim ცემენტიან ხსნარებთან ერთად. აუცილებელია
    წინასწარი ტესტი ერთმანეთთან შეთავსებადობის გამოსავლენად. დამატებითი ინფორმაციისთვის
    მიმართეთ Kalekim საკომუნიკაციო ცენტრს
  • უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ უსაფრთხოების პასპორტში.

შენახვა

  • შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, სუფთა, მშრალ, ნესტისა და მზის პირდაპირი
    სხივებისგან დაცულ ადგილას.
  • დაიცავით წყლის, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
  • შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს, ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით.

შეფუთვა

330 გ PE პაკეტი.

ტექნიკური მახასიათებლები