სილიკონის საგრუნტავი წყლის ფუძეზე – 5335 SILASTAR
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
საგრუნტავი აკრილის ემულსიის ფუძეზე სილიკონის დანამატით, ზედაპირს ანიჭებს დამატებით
ჰიდროსაიზოლაციო თვისებებს, აქვს კარგი გამტარობა, ამცირებს ზედაპირის აბსორბციას, გამოიყენება
სილიკონის შემცველი მოსაპირკეთებელი მასალების ქვეშ.
გამოყენების სფერო
● ბეტონი, ბათქაში, თაბაშირის ზედაპირები, მსგავსი ფოროვანი ზედაპირები მაღალი აბსორბციით, ასევე ადრე
შეღებილი ზედაპირები და ზედაპირები ემულსიური საფარით.
თავისებურებები
● სილიკონის წყალობით ღრმად აღწევს შიგნით და ამცირებს ზედაპირის აბსორბციას.
● ახასიათებს მაღალი გაუმჭვირობა.
● ავსებს მიკრობზარებს და იჭერს აქერცლილ ნაწილაკებს, ქმნის მდგრად ზედაპირს მოსაპირკეთებელი მასალის
შემდგომი გამოყენებისთვის და ზრდის მის შეჭიდულობას ზედაპირთან.
● არ შეიცავს გამხსნელს, იხსნება წყალში და ამიტომ არის უსუნო და უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისა და
გარემოსთვის.
გამოყენების ინსტრუქცია
● გაწმინდეთ ზედაპირი მტვერის, ჭუჭყის, ზეთისა და საღებავის ძველი, ამობურცული ფენისგან, სუფთა და
მყარ მდგომარეობამდე.
● ძველი სინთეტიკური საღებავით შეღებილი ზედაპირები უნდა კარგად გაიწმინდოს ზუმფარის ქაღალდით და
გასუფთავდეს წარმოქმნილი მტვრისგან.
● ბზარების შევსებისა და ზედაპირის გასწორებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ აკრილის თხელი/სქელი
საგოზავი “Kale INCE / KALIN AKRILIK MACUN” ან “Kale MACUNART” ან “Kalekim TAMIRART”.
● SALISTAR გახსენით მაქსიმმუმ 10% სუფთა წყლით, დაატანეთ ზედაპირს ფუნჯით, ლილვაკით ან
საფრქვევლით 1 ფენად.
გაფრთხილებები
● გამოყენების პროცესში და შემდეგი 24 საათის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა შენობაში და შესაღებ
ზედაპირზე არ უნდა იყოს 5°С-ზე ნაკლები.
● არ გამოიყენოთ ძალიან ცხელ ამინდში, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, ძლიერი ქარის, ნისლის, მაღალი
ტენიანობის და წვიმის შემთხვევაში.
● ძალიან ცხელი ზედაპირები უნდა წინასწარ დაატენიანოთ.
შეფუთვა
● 2,5 ლ, 7,5 და 15 ლ პლასტმასის სათლები
● 2,5 ლ სათლები ორ-ორად შეფუთულია ფირში.





