კონცენტრირებულ პროპორციით 1/7 – 5334 Concentrated Primer
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
მაღალი შეღწევადობის მქონე კონცენტრირებული პრაიმერი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ
იქნას ინტერიერში აკრილის და წყლის ფუძეზე დამზადებული მასალის ქვეშ.
გამოყენების სფერო
გამოიყენება როგორც პრაიმერი ემულსიაზე დაფუძნებული ლაქ-საღებავებისთვის ყველა
სახის ფოროვან, მაღალ შთანმთქმელ ზედაპირებზე, როგორიცაა ბეტონი, აირბეტონი,
აგური, თაბაშირის პანელები, ბათქაში, საგოზავი და ძველი შეღებილი ზედაპირები.
თავისებურებები
ამცირებს ზედაპირის მიერ წყლის შეწოვას.
უზრუნველყოფს მტვრის ნაწილაკების ზედაპირზე მიკრობას და უზრუნველყოფს
ზედაპირის საბოლოო საფარის მასალის უკეთეს შეწებებას.
ვინაიდან პრაიმერი წყლით არის განზავებული, ის უსუნოა და არ აზიანებს ადამიანის
ჯანმრთელობასა და გარემოს.
გამოყენების ინსტრუქცია
გაასუფთავეთ დასამუშავებელი ზედაპირი მტვრისგან, ჭუჭყისაგან, ცხიმისგან, რომელიც
ამცირებს ადჰეზიას, ასევე საღებავის ძველი და შეშუპებული ფენებისგან სუფთა და
მდგრად მდგომარეობამდე. ახალი მინერალური ზედაპირების დამუშავებამდე უნდა
დაელოდოთ 28 დღე, ზედაპირის სრულ გამკვრივებამდე. აუცილებელია წინასწარ
უზრუნველყოთ შენობის წყალგაუმტარობა.
ძველი სინთეტიკური საღებავით ადრე შეღებილი ზედაპირი კარგად გაასუფთავეთ
ზუმფარის ქაღალდით და მოაშორეთ ზედაპირიდან წარმოქმნილი მტვერი.
აუცილებლობის შემთხვევაში შეავსეთ ბზარები და გაასწორეთ ზედაპირი შემდეგი
საშუალებებით: KALE INCE AKRILIK MACUN, KALE KALIN AKRILIK MACUN, KALE
MACUNART, KALEKIM TAMIRART.
გამოყენებამდე KALE CONCENTRATED PRIMER კარგად უნდა აურიოთ.
KALE CONCENTRATED PRIMER გააზავეთ სუფთა წყლით, პროპორციით 1/7 (1 ნაწილი
KALE CONCENTRATED PRIMER უნდა გააზავოთ 7 ნაწილი სუფთა წყლით)
KALE CONCENTRATED PRIMER-ის დატანის შემდეგ მინიმუმ 6 საათში უნდა დაატანოთ
ზედა სასრული საფარი.
გაფრთხილებები
გამოყენებისას და მომდევნო 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია შეინარჩუნოთ
ჰაერის ტემპერატურა ოთახში და დასამუშავებელ ზედაპირზე მინიმუმ 5°C და დაიცვათ
ზედაპირზე ნალექების მოხვედრისაგან.
არ გამოიყენოთ ძალიან ცხელ ამინდში, მზის პირდაპირი სხივების, ძლიერი ქარის, ნისლის,
მაღალი ტენიანობის ან წვიმის დროს.
ძალიან ცხელი ზედაპირები შეღებვამდე უნდა დატენიანდეს.
არ გამოიყენოთ პრაიმერი ჰორიზონტალურ ზედაპირებზე, რომლებზეც შეიძლება წვიმა
მოხვდეს.
არ გამოიყენოთ სინთეტიკური საღებავებით შეღებილი ზედაპირებისთვის.
შენახვა
ინახება დახურულ კონტეინერებში 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა
პლასტმასის სათლი 0,75, 2,5 და 15-ლიტრიანი მოცულობით.
ტექნიკური მახასიათებლები (23°C ტემპერატურისა და 50% ფარდობითი
ტენიანობის პირობებში)
ზოგადი მონაცემები
ფერი თეთრი
ფუძე აკრილის ფუძეზე
გამხსნელი წყალი
სიმკვრივე დაახლ. 1,00 გრ/სმ 3
ინფორმაცია გამოყენებისთვის
სამუშაო ტემპერატურა (+5°C) – (+35°C)
გაშრობის დრო მეორე ფენის დატანამდე – 6 სთ,
სრული გაშრობა: 24 სთ
(მაღალი ტენიანობისა და უფრო დაბალი
ტემპერატურის პირობებში აღნიშნული დრო
შეიძლება გაიზარდოს)
ხარჯი 0,014-0,02 ლ/მ 3 (იცვლება ზედაპირის სისწორისა
და შთანთქმის უნარის მიხედვით)
საჭირო ხელსაწყოები ფუნჯი, ლილვაკი, სპრეი





