თეთრი საგოზავი ზედაპირის გასწორებისა და რემონტისთვის – 4003 Tamirart W
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
საგოზავი გასწორებისა და რემონტისთვის, ცემენტის ფუძეზე, პოლიმერის დანამატებით.
უზრუნველყოფს გლუვ და სწორ ზედაპირს შეღებვამდე.
გამოყენების სფერო
- მცირე ბზარების შესავსებად ისეთ ზედაპირებზე, როგორიცაა დაუცველი ბეტონი, ასაწყობი ბეტონი,
- ქაფბეტონი, ბრიკეტი, აგური, ასევე შეღებვამდე ბრტყელი და გლუვი ზედაპირის შესაქმნელად.
- შენობებში სარემონტო სამუშაოების დროს.
- კედლებზე და ჭერზე, ბათქაშის შეკეთებისას.
- შესაძლებელია გამოყენება 1-5მმ-მდე აქერცლილი, დაზიანებული, გატეხილი, დეფექტური
ზედაპირების და ბათქაშის შესაკეთებლად
მახასიათებლები
- ახასიათებს მაღალი ადჰეზია.
- ქმნის გლუვ და სწორ ზედაპირებს.
- თეთრი ფერის გამო, ადვილად იღებება.
- არ იშლება გაყინვა-დნობის ციკლების შედეგად.
- დატანების სისქე 1-5 მმ.
- ადვილი გამოყენება
ზედაპირის მომზადება
- დარწმუნდით, რომ ზედაპირი მშრალი, სუფთა და მყარია.
- გაწმინდეთ დასამუშავებელი ზედაპირი ისეთი ნარჩენებისგან, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი, ობის
- ზეთი, წიდა, საღებავი, რომელიც ხელს უშლის ადჰეზიას.
- ზედაპირიდან უნდა მოაცილოთ ქვედა ფენები, როგორიცაა დაბზარული ბათქაში, ზედაპირები,
რომლებიც არ არის საკმარისად მყარი და არ გააჩნიათ საყრდენი უნარი, დუღაბის და ცემენტის
ნარჩენები. - მუშაობის დაწყებამდე ზედაპირი უნდა დაასველოთ ან დაამუშაოთ Kalekim Astar-ით საუკეთესო
შედეგისთვის. - დაუცველი ბეტონისთვის გამოიყენეთ B-Tone.
გამოყენების ინსტრუქცია
- თანდათანობით ჩაყარეთ 20 კგ Tamirart W 6-7 ლ წყალში და არიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
რეკომენდირებულია მიქსერის გამოყენება დაბალ ბრუნვებზე. არ დაამატოთ არანაირი დანამატი,
რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. - მომზადებული ხსნარი უნდა დატოვოთ 5-10 წუთით. გამოყენებამდე ისევ არიეთ 1-2 წუთის
განმავლობაში. - მეტალის შპატელის მეშვეობით შეავსეთ ხსნარით უსწორმასწორობები, ბზარები და დეფექტური
ადგილები. თანაბრად გაანაწილეთ ხსნარი ზედაპირზე ისე, რომ ფენის სისქე არ აღემატებოდეს 5 მმ. - გააპრიალეთ ზედაპირი უნდა ტენიანი ღრუბლით.
მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
-
ხსნარის დატანიდან 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია დროდადრო დაატენიანოთ
ზედაპირი. - მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ 60 წუთის განმავლობაში. მაღალი ტემპერატურის, დაბალი
ტენიანობის, ქარის შემთხვევაში ეს დრო შეიძლება შემცირდეს. - არ გამოიყენოთ ხსნარი, რომლის ვარგისიანობის ვადა ამოიწურა ან ქერქი გაუჩნდა.
- დაუყოვნებლივ გარეცხეთ ხელსაწყოები და დაიბანეთ ხელები წყლის დიდი რაოდენობით.
- მითითებული ხარჯის მაჩვენებელი ზოგადი ინფორმაციისთვისაა. ის შეიძლება განსხვავდებოდეს
გამოყენების პირობებისა და ზედაპირის თავისებურებების მიხედვით. - უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ უსაფრთხოების პასპორტი.
შენახვა
- შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სუფთა, ნესტისა და მზის პირდაპირი
სხივებისგან დაცულ ადგილას. - დაიცავით წყლისგან, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
- შეინახეთ ქვესადგამებში, მაქსიმუმ 3 იარუსად;
- ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს.
შეფუთვა
- 20 კგ კრაფტ-ტომარა
- 5 კგ პოლიეთილენის ტომარა, 5 კგ: 5 ცალი/ყუთი
ხარისხის სერტიფიკატები
არაკონსტრუქციული სარემონტო ხსნარი, TS EN 1504 – 3 / კლასი R1 შესაბამისად.






