ფინიშური ბათქაში ხელითა და მანქანით მუშაობისთვის – 4041 Kalekim Ince Siva
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
სპეციალური დანამატებით გაუმჯობესებული ფინიშური ბათქაშის ნარევი ცემენტის
ფუძეზე, განკუთვნილი ხელითა და მანქანით მუშაობისთვის.
გამოყენების სფეროები
· შიდა და გარე სამუშაოებისთვის, გლუვი ზედაპირის მისაღებად,
საღებავისდატანამდე, კერამიკული მოპირკეთებასა და იზოლაციამდე.
· დაიტანება ცემენტის უხეშ ბათქაშზე, ბეტონსა და მოსაპირკეთებელ
ბეტონზე.
· გამოიყენება აგურებისთვის, ბიმსისთვის, კედლებსა და ჭერებისთვის.
თავისებურებები
· გააჩნია ადჰეზიის მაღალი დონე
· წარმოქმნის გლუვ და მყარ ზედაპირს
· მედეგია გაყინვა-დნობის ციკლების მიმართ
· შეიძლება დატანა სისქით 3-10 მმ
· მისი გამოყენება ადვილია
ზედაპირის მომზადება
· ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, სუფთა და მყარი
· დასამუშავებელი ზედაპირი უნდა გაწმინდოთ მტვერის, ტალახის, ზეთის,
ხენჯის, საღებავის და მსგავსი ნივთიერებებისგან, რომლებიც ხელს უშლიან
ადჰეზიას.
· ზედაპირიდან უნდა მოაცილოთ გაბზარული ბათქაში, სუსტი ნაწილები,
საყრდენი უნარის არმქონე ქვედა შრეები, დუღაბისა და ცემენტის ნარჩენები.
· ზედაპირზე არსებული მოწყვეტილი ნაწილები, დაზიანებები და ბზარები
უნდა გამოასწოროთ Tamiart სერიის პროდუქციის მეშვეობით.
· დატანამდე დაატენიანეთ ზედაპირი, ან დაამუშავეთ
საგრუნტავითKalekimAstar.
· დაუცველ ბეტონზე დატანამდე აუცილებლად გამოიყენეთ B-tone.
გამოყენების ინსტრუქცია
· თანდათანობით ჩაყარეთ 25 კგ INCE SIVA 5,5-6 ლიტრ წყალში და აურიეთ
ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დაბალ ბრუნვებზე მიქსერის მეშვეობით.
დაუშვებელია ნებისმიერი ნივთიერების დამატება, რომელიც არ არის
გათვალისწინებული ინსტრუქციით
· დატოვეთ მომზადებული დუღაბი 5-10 წუთით. გამოყენებამდე ხელმეორედ
აურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
· მომზადებული დუღაბი INCE SIVA დაატანეთ ზედაპირს ლითონის ქაფჩის
მეშვეობით, 10 მმ-ზე ნაკლების სისქის ფენად. მეტი სისქისთვის საჭიროა
დაელოდოთ მინიმუმ 1 დღე.
· ზედაპირისთვის საბოლოო იერსახის მისაცემად გააპრიალეთ ის ნესტიანი
ღრუბლით.
მოვლა და რეკომენდაციები გამოყენების შემდეგ
· დატანის შემდეგ, გაშრობის პროცესში, საჭიროებისამებრ დაატენიანეთ
ზედაპირი დროის გარკვეულ ინტერვალებში.
· პირველი ფენის სრულ გაშრობამდე დაუშვებელია სხვა პროდუქტის
გამოყენება.
· გადააგდეთ დუღაბი გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ ან ქერქის
წარმოქმნის შემთხვევაში. მაღალმა ტემპერატურამ, ტენიანობის დაბალმა
დონემ, ქარმა და მსგავსმა ბუნებრივმა პირობებმა შეიძლება შეამცირონ
მითითებული გამოყენების ვადა.
· მუშაობის დასრულების შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები და
გარეცხეთ ინსტრუმენტები წყლით.
· ინფორმაცია ხარჯის შესახებ წარმოადგენს ზოგად ინფორმაციას. ხარჯი
დამოკიდებულია გამოყენების პირობებსა და ზედაპირის თავისებურებებზე.
· პროდუქტი ცემენტის ფუძეზეა, ამიტომ არ შეისუნთქოთ მტვერი, მოერიდეთ
თვალებში და კანზე მოხვედრას. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის
იხილეთ პროდუქტის უსაფრთხოების ფორმა.
გაფრთხილებები
· არ შეისუნთქოთ მტვერი, მოერიდეთ თვალებში და კანზე მოხვედრას. უფრო
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ტექნიკური მონაცემების ფორმა.
· მითითებული ხარჯი მოცემულია ინფორმაციისთვის. ხარჯი
დამოკიდებულია გამოყენების პირობებსა და ზედაპირის თავისებურებებზე.
შენახვა
· შეინახეთ ტემპერატურაზე +5-30oC მშრალ, სუფთა ადგილას, რომელიც
დაცული იქნება ტენიანობისა და მზის პირდაპირი სხივებისგან.
· დაიცავით წყლის, ყინვისა და მძიმე ბუნებრივი პირობებისგან.
· ქვესადგამების დაწყობა შეიძლება მაქსიმუმ სამ ფენად.
· აღნიშნული პირობების დაცვის შემთხვევაში, შენახვის მაქსიმალური ვადა
შეადგენ 12 თვეს.
ხარისხის სერტიფიკატები
გამოყენებისთვის მზა საერთო დანიშნულების ფინიშური ბათქაში, რომელიც შეესაბამება
სტანდარტებს EN 998-1.






