101% ორიგინალი
ყველაზე დაბალი ფასი
უფასო მიწოდება

თეთრი საგოზავი ზედაპირის გასწორებისა და რემონტისთვის – 4003 Tamirart W

  • Check Mark მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
  • Visa Card
  • MasterCard

აღწერა

საგოზავი გასწორებისა და რემონტისთვის, ცემენტის ფუძეზე, პოლიმერის დანამატებით.
უზრუნველყოფს გლუვ და სწორ ზედაპირს შეღებვამდე.

გამოყენების სფერო

  • მცირე ბზარების შესავსებად ისეთ ზედაპირებზე, როგორიცაა დაუცველი ბეტონი, ასაწყობი ბეტონი,
  • ქაფბეტონი, ბრიკეტი, აგური, ასევე შეღებვამდე ბრტყელი და გლუვი ზედაპირის შესაქმნელად.
  • შენობებში სარემონტო სამუშაოების დროს.
  • კედლებზე და ჭერზე, ბათქაშის შეკეთებისას.
  • შესაძლებელია გამოყენება 1-5მმ-მდე აქერცლილი, დაზიანებული, გატეხილი, დეფექტური
    ზედაპირების და ბათქაშის შესაკეთებლად

მახასიათებლები

  • ახასიათებს მაღალი ადჰეზია.
  • ქმნის გლუვ და სწორ ზედაპირებს.
  • თეთრი ფერის გამო, ადვილად იღებება.
  • არ იშლება გაყინვა-დნობის ციკლების შედეგად.
  • დატანების სისქე 1-5 მმ.
  • ადვილი გამოყენება

ზედაპირის მომზადება

  • დარწმუნდით, რომ ზედაპირი მშრალი, სუფთა და მყარია.
  • გაწმინდეთ დასამუშავებელი ზედაპირი ისეთი ნარჩენებისგან, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი, ობის
  • ზეთი, წიდა, საღებავი, რომელიც ხელს უშლის ადჰეზიას.
  • ზედაპირიდან უნდა მოაცილოთ ქვედა ფენები, როგორიცაა დაბზარული ბათქაში, ზედაპირები,
    რომლებიც არ არის საკმარისად მყარი და არ გააჩნიათ საყრდენი უნარი, დუღაბის და ცემენტის
    ნარჩენები.
  • მუშაობის დაწყებამდე ზედაპირი უნდა დაასველოთ ან დაამუშაოთ Kalekim Astar-ით საუკეთესო
    შედეგისთვის.
  • დაუცველი ბეტონისთვის გამოიყენეთ B-Tone.

გამოყენების ინსტრუქცია

  • თანდათანობით ჩაყარეთ 20 კგ Tamirart W 6-7 ლ წყალში და არიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
    რეკომენდირებულია მიქსერის გამოყენება დაბალ ბრუნვებზე. არ დაამატოთ არანაირი დანამატი,
    რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში.
  • მომზადებული ხსნარი უნდა დატოვოთ 5-10 წუთით. გამოყენებამდე ისევ არიეთ 1-2 წუთის
    განმავლობაში.
  • მეტალის შპატელის მეშვეობით შეავსეთ ხსნარით უსწორმასწორობები, ბზარები და დეფექტური
    ადგილები. თანაბრად გაანაწილეთ ხსნარი ზედაპირზე ისე, რომ ფენის სისქე არ აღემატებოდეს 5 მმ.
  • გააპრიალეთ ზედაპირი უნდა ტენიანი ღრუბლით.

მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები

  • ხსნარის დატანიდან 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია დროდადრო დაატენიანოთ
    ზედაპირი.
  • მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ 60 წუთის განმავლობაში. მაღალი ტემპერატურის, დაბალი
    ტენიანობის, ქარის შემთხვევაში ეს დრო შეიძლება შემცირდეს.
  • არ გამოიყენოთ ხსნარი, რომლის ვარგისიანობის ვადა ამოიწურა ან ქერქი გაუჩნდა.
  • დაუყოვნებლივ გარეცხეთ ხელსაწყოები და დაიბანეთ ხელები წყლის დიდი რაოდენობით.
  • მითითებული ხარჯის მაჩვენებელი ზოგადი ინფორმაციისთვისაა. ის შეიძლება განსხვავდებოდეს
    გამოყენების პირობებისა და ზედაპირის თავისებურებების მიხედვით.
  • უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ უსაფრთხოების პასპორტი.

შენახვა

  • შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სუფთა, ნესტისა და მზის პირდაპირი
    სხივებისგან დაცულ ადგილას.
  • დაიცავით წყლისგან, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
  • შეინახეთ ქვესადგამებში, მაქსიმუმ 3 იარუსად;
  • ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს.

შეფუთვა

  • 20 კგ კრაფტ-ტომარა
  • 5 კგ პოლიეთილენის ტომარა, 5 კგ: 5 ცალი/ყუთი

ხარისხის სერტიფიკატები
არაკონსტრუქციული სარემონტო ხსნარი, TS EN 1504 – 3 / კლასი R1 შესაბამისად.

ტექნიკური მახასიათებლები