
წებო ფილებისთვის (C1T) 1919 KALEKIM
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
ნაცრისფერი წებო ცემენტის ფუძეზე, კერამიკული ფილებისთვის, შემცირებული წანაცვლებით.
გამოყენების სფერო
● იატაკისა და კედლის კერამიკული ფილების, მარმარილოს, ნატურალური ქვის, ტრავერტინისა და
მცირე და საშუალო ზომის ფიგურული აგურის დასაწებებლად ბათქაშისა და ცემენტის მოსაჭიმის,
აგრეთვე ბეტონის ზედაპირებზე.
თავისებურებები
● მაღალი ადჰეზიური სიმტკიცე
● ზედაპირზე ადვილი დატანა
ზედაპირის მომზადება
● დარწმუნდით, რომ ზედაპირები მყარი და მშრალია, გაწმინდეთ ზედაპირები ზეთებისა და
ცხიმებისგან. დაატანეთ გამაგრებულ ცემენტის ზედაპირებზე.
● ზედაპირებიდან მოაცილეთ ბათქაშის დაბზარული ფრაგმენტები და ცემენტის ნარჩენები.
● დაატენიანეთ ფოროვანი ზედაპირები და დატოვეთ გასაშრობად წებოს დატანამდე.
● თუ ზედაპირი არათანაბარია, გაამაგრეთ და გაასწორეთ ის Tamirart ან Mastar 10-ის გამოყენებით.
● პროდუქტის დატანამდე ზედაპირი დაგრუნტეთ Kalekim Astar საგრუნტავით, ზედაპირის
აბსორბციული თვისებების შესაბამისად.
● წებოს ადჰეზიური სიმტკიცის გასაზრდელად, ბეტონის ღია ზედაპირები დაგრუნტეთ Kalekim В-
tone საგრუნტავით.
● ფილების უკანა მხარეს არსებული მტვერი გაწმინდეთ წყლით.
გამოყენების ინსტრუქცია
● ნელა ჩაყარეთ 1919 Kalekim სუფთა წყალში, ტექნიკურ ცხრილში მითითებული პროპორციით, და
აურიეთ ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე, კოლტების გარეშე. შერევისთვის რეკომენდებულია
დაბალი სიჩქარის მიქსერის გამოყენება. არ დაამატოთ დანამატები, რომლებიც არ არის
მითითებული გამოყენების ინსტრუქციებში.
● გააჩერეთ 5-10 წუთი ხსნარის მომწიფებამდე. განმეორებით აურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში და
ხსნარი მზად იქნება გამოსაყენებლად.
● ხარჯი შეადგენს 3-5 კგ/მ2.
● მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ 6 საათის განმავლობაში.
● ხსნარის ზედაპირზე დატანისთვის გამოიყენეთ ფილის ზომის შესაბამისი კბილა შპატელი.
უკეთესი ადჰეზიისთვის ჯერ დაატანეთ წებოს თხელი ფენა შპატელის ბრტყელი მხარით, შემდეგ
დაამუშავეთ ზედაპირი შპატელის კბილა მხარით.
● წებოს ღია დაყოვნების დრო 30 წუთია. ამ დროის განმავლობაში დააგეთ ფილები ძლიერი
დაწოლით. არახელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა (მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა,
ქარი და ა.შ.) შეიძლება ეს დრო რამდენიმე წუთამდე შეამციროს. ამ დროის გადაჭარბების
შემთხვევაში მოაცილეთ ხსნარი ზედაპირიდან.
მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
● ხელსაწყოები და ხელები გაწმინდეთ წყლით, ხოლო ზედაპირები სველი ქსოვილით.
● გაანადგურეთ ხსნარები, რომელთა ვარგისიანობის ვადა ამოიწურა კომპონენტების შერევის შემდეგ.
● დაიცავით 1919 Kalekim-ის გამოყენებით დაგებული ფილები წყლისგან მინიმუმ 24 საათის
განმავლობაში და დაიცავით გაყინვისა და მზის ძლიერი სხივებისგან მინიმუმ 5-7 დღის
განმავლობაში.
● ნაკერების გადალესვა შესაძლებელია 8 საათის შემდეგ კედლებზე და 24 საათის შემდეგ იატაკზე.
● იატაკები შეიძლება გაიხსნას მსუბუქი ქვეითი მოძრაობისთვის 24 საათის შემდეგ.
● წებოს წასმის დროს და შემდეგ დაიცავით ზედაპირი ჰაერის ნაკადებისგან.
● არ გამოიყენოთ ხსნარი წვიმიან ამინდში. გამოყენების შემდეგ დაიცავით ზედაპირი წვიმისგან 24
საათის განმავლობაში.
● დაიცავით ხსნარი მზის პირდაპირი სხივებისგან. ხსნარი თბილი წყლით უნდა განზავდეს.
● გამოყენების დროს ტემპერატურა უნდა იყოს +5°C-დან +35°C-მდე.
● შეიცავს ცემენტს, რომელიც აღიზიანებს თვალებს, სასუნთქ სისტემას და კანს. დამატებითი
ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის უსაფრთხოების პასპორტი.
● ცხრილში მოცემულია ხარჯის საშუალო მნიშვნელობები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს
გამოყენების პირობებისა და ზედაპირის ხარისხის მიხედვით.
შენახვა
● შეინახეთ პროდუქტის შეფუთვა გრილ, მშრალ, ტენიანობისგან დაცულ ადგილას +5°C-დან +35°C-
მდე ტემპერატურაზე, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
● დაიცავით პროდუქტის შეფუთვა წყლის ზემოქმედებისგან, გაყინვისა და არასასურველი ამინდის
პირობებისგან.
● არ დააწყოთ 10-ზე მეტი შეფუთვა ერთმანეთზე.
● ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ვარგისიანობის ვადა არ აღემატება 12 თვეს.
შეფუთვა
● მრავალფენიანი ქაღალდის ტომარა 25 კგ




