101% ორიგინალი
ყველაზე დაბალი ფასი
უფასო მიწოდება

წებო გრანიტის ფილებისთვის (C2TE) 1055 GRANITECH

  • Check Mark მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
  • Visa Card
  • MasterCard

აღწერა
მაღალეფექტური წებო კერამიკისთვის, ცემენტის ფუძეზე, შემცირებული წანაცვლებით და
მაღალი სიცოცხლისუნარიანობით.

გამოყენების სფეროები
● გრანიტის, კერამიკის, ფაიფურის მსხვილგაბარიტიანი ფილების, კლინკერის, კოტოს და მსგავსი
მასალების დაწებებისთვის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზედაპირებზე, შენობის შიგნით
და გარეთ, ბეტონის, ბათქაშის, მოსაჭიმის ზედაპირებზე.
● კერამიკული ფილებით ძველი კერამიკის და გრანიტის ზედაპირების მოპირკეთებისთვის.
● ინტენსიური საქვეითო მოძრაობის ადგილების მოპირკეთებისთვის, როგორიცაა სკოლები,
საავადმყოფოები, სავაჭრო ცენტრები და სხვა.

თავისებურებები
● გააჩნია მაღალი ადჰეზია.
● არ ცურავს ვერტიკალურ ზედაპირებზე
● ადვილია კბილა შპატელით დამუშავება.
● შეიძლება გამოყენება 60×60 ზომამდე ფილებისთვის არმირებული ბადის გარეშე, როგორც
შენობის შიგნით, ასევე გარეთ.
ზედაპირის მომზადება
● დარწმუნდით, რომ ზედაპირი მშრალი, სუფთა და მყარია.
● ზედაპირზე არ უნდა იყოს ნარჩენები, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი, ცხიმი, საღებავი, რაც ხელს
უშლის ადჰეზიას.
● ზედაპირისგან მოაცილეთ გაბზარული ბათქაში, სუსტი ფენები, რომლებსაც არ გააჩნია
საყრდენი ძალა, ცემენტის ნარჩენები.
● შეავსეთ ბზარები და გაასწორეთ დასამუშავებელი ზედაპირის დეფექტები Tamirart ან Мastar 10
სერიის პროდუქციის მეშვეობით. ანჰიდრიდის ზედაპირებისთვის გამოიყენეთ Gypsastar.
● აბსორბციიდან გამომდინარე, დატანამდე ზედაპირი დაამუშავეთ გრუნტით Kalekim Astar.
● დაუცველ ბეტონზე დატანამდე, უკეთესი შეჭიდულობისთვის, დაამუშავეთ ზედაპირი
გრუნტით დაუცველი ბეტონისთვის Kalekim B-tone.
● არსებულ კერამიკულ ზედაპირზე დაწებებამდე, აუცილებელია ზედაპირის დამუშავება
Kalekim Dolgulu Astar-ით.
● გაწმინდეთ და დაატენიანეთ კერამიკული ფილების უკანა ნაწილი.

გამოყენების ინსტრუქცია
● თანდათანობით ჩაყარეთ Granitech წყალში ტექნიკურ ცხრილში მითითებული პროპორციით
და არიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. რეკომენდირებულია მიქსერის
გამოყენება დაბალ ბრუნვებზე. დაუშვებელია ნებისმიერი ნივთიერების დამატება, რომელიც არ
არის მითითებული ინსტრუქციაში.
● მიღებული ხსნარი დატოვეთ მომწიფებისთვის 5-10 წუთამდე. გამოყენებამდე ისევ არიეთ 1-2
წუთის განმავლობაში.
● ხარჯი 3-5 კგ/მ2.
● მზა ხსნარი გამოიყენეთ 4 საათის განმავლობაში.
● ადჰეზიის უფრო მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, მოსაპირკეთებელ ზედაპირს დაატანეთ
ხსნარი სწორი ქაფჩით, შემდეგ კი გადაატარეთ კბილა შპატელი, შერჩეული ფილის ზომის
შესაბამისად.
● 40х40 სმ და მეტი ზომის ფილების მიკრობის პროცესში, ასევე ინტენსიური საქვეითო
მოძრაობის ადგილებში რეკომენდირებულია მიკრობის კომბინირებული მეთოდის გამოყენება.
● მიაკარით ფილები დაწოლით ხსნარის დატანისა და გასწორებიდან არაუგვიანეს 30 წუთისა.
მაღალი ტემპერატურის, ტენიანობის დაბალი დონის, ქარის ან მსგავსი შეუსაბამო პირობების
შემთხვევაში, ფილების მიკრობის დრო შეიძლება შემცირდეს. არ გამოიყენოთ ხსნარი რომლის
გამოყენების ვადა ამოწურულია. ასეთი ხსნარი უნდა მოაცილოთ ზედაპირიდან.
● შეხებით მუდმივად შეამოწმეთ წებო და დარწმუნდით, რომ ზემოდან არ გაჩნდა ქერქი და ის
კვლავ „მუშა მდგომარეობაშია“.

მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
● სამუშაოს დასრულების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ ხელსაწყოები წყლით.
ზედაპირები უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ქსოვილით.
● სამუშაოს შესრულების დროს და მის შემდეგ ზედაპირი დაცული უნდა იყოს ქარისგან.
● ცხელ ამინდში აუცილებელია ხსნარის დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან, ხოლო ხსნარი
უნდა მომზადდეს თბილი წყლით.
● გამოყენების შემდეგ დაიცავით წყლისგან 24 საათის განმავლობაში.
● პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მისი სამუშაო ვადის განმავლობაში. ვადაგასული ან
ქერქიანი ხსნარის გამოყენება მკაცრად აკრძალულია.
● Granitech-ის გამოყენება რეკომენდებულია ღია ფერის კერამიკის დაწებებისთვის ისეთ
ზედაპირებზე, როგორიცაა ბათქაში, თაბაშირი, თაბაშირის პანელები.
● დაუშვებელია ისეთ ზედაპირებზე გამოყენება, რომლებიც შეიძლება გაიყინოს 24 საათის
განმავლობაში. არ გამოიყენოთ გაყინულ და დნობის პროცესში მყოფ ზედაპირებზე.
● არ გამოიყენოთ ძლიერი ქარის დროს ან ძალიან ცხელ ზედაპირებზე მზის პირდაპირი სხივების
ქვეშ. თუ აუცილებელია ასეთ გარემოში გამოყენება, სამუშაოს დაწყებამდე უნდა მოამზადოთ
გარემო და ზედაპირი.
● არ გამოიყენოთ წვიმიან ამინდში. გამოყენების შემდეგ დაიცავით წვიმისგან 24 საათის
განმავლობაში.
● ზედაპირის და გარემოს საშუალო ტემპერატურა გამოყენების დროს უნდა იყოს +5°C-+35°C.
● პროდუქტი ცემენტის ფუძეზეა, ამიტომ არ შეისუნთქოთ მტვერი, მოერიდეთ თვალებთან და
კანთან კონტაქტს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის უსაფრთხოების
ფორმა.
● ხარჯი ნაჩვენებია ზოგადი ინფორმაციის სახით.
● ხარჯი შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენების პირობებისა და ზედაპირის მახასიათებლების
მიხედვით.

შენახვა
● შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ
ადგილას.
● დაიცავით წყლისგან, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
● დასაწყობება შეილება მაქსიმუმ 10 იარუსად.
● ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს

შეფუთვა
● 25 კგ კრაფტ-ტომარა

ხარისხის სერტიფიკატები
სერტიფიკატი TS EN 12004-1/
კლასი C2TE C: ცემენტის ფუძეზე
2: მაღალეფექტური
T: შემცირებული მოცურება
E: გაზრდილი სამუშაო დრო

ტექნიკური მახასიათებლები