101% ორიგინალი
ყველაზე დაბალი ფასი
უფასო მიწოდება

ბიტუმის საგრუნტავი 4701 IZOLINE ASTAR

  • Check Mark მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
  • Visa Card
  • MasterCard

აღწერა
გამოყენებისთვის მზა საგრუნტავი ბიტუმის ემულსიის ფუძეზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ
დადებითი მხრიდან მიწისქვეშა და მიწისზედა სამშენებლო ელემენტების დასაცავად გრუნტის
ტენისა და წყლის გაჟონვისგან დასაცავად.
გამოყენების სფეროები

  • ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზედაპირებზე.
  • ფუნდამენტებში, სარდაფებში, მიწისქვეშა გარაჟებში.
  • ბიტუმის მემბრანის დაგებამდე.
  • Izoblok თხევადი მემბრანის გამოყენებამდე.

თავისებურებები

  • ერთკომპონენტიანი, წყლის ფუძეზე.
  • გამოიყენება ბიტუმის მემბრანების ზედაპირთან შეჭიდულობის გაზრდის მიზნით.
  • ფუნჯის გამოყენება უზრუნველყოფს დატანის სიმარტივეს.

ზედაპირის მომზადება

  • დარწმუნდით, რომ ზედაპირი მშრალი, სუფთა და მყარია.
  • გაწმინდეთ დასამუშავებელი ზედაპირი ისეთი ნარჩენებისგან, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი, ობის
  • ზეთი, წიდა, საღებავი, რომელიც ხელს უშლის ადჰეზიას.
  • ზედაპირიდან უნდა მოაცილოთ ქვედა ფენები, როგორიცაა დაბზარული ბათქაში, ზედაპირები,
  • რომლებიც არ არის საკმარისად მყარი და არ გააჩნიათ საყრდენი უნარი, დუღაბის და ცემენტის
    ნარჩენები.
  • დასამუშავებელ ზედაპირზე დეფექტების ან ბზარების აღმოჩენის შემთხვევაში, დაამუშავეთ ისინი

Tamirart სერიის პროდუქტებით.

  • ჰორიზონტალური და ვერტიკალური პირაპირები უნდა დამუშავდეს Tamirart S40 საკონსტრუქციო
  • სარემონტო ხსნარით.
  • დეფორმირებული ნაკერები და პირაპირები წინასწარ უნდა იყოს იზოლირებული Kalekim Dilatasyon
    Bandı დილატაციური ლენტის გამოყენებით.
  • გამოყენებამდე ზედაპირი მშრალი უნდა იყოს.

გამოყენების ინსტრუქცია

  • Izoline საგრუნტავს დაამატეთ დაახლოებით 20-25% წყალი და კარგად აურიეთ.
  • დაატანეთ ზედაპირს ფუნჯით ან ლილვაკით.
  • დატანა უნდა მოხდეს ორ ფენად. დაატანეთ მეორე ფენა მას შემდეგ, რაც პირველი ფენა მთლიანად
    გაშრება.

მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები

  • ახლად დამუშავებული ზედაპირები პირველ დღეებში დაცული უნდა იყოს ამინდის უარყოფითი
    გავლენისგან, როგორიცაა მზის პირდაპირი სხივები, ძლიერი ჰაერის ნაკადი, ჰაერის მაღალი
    ტემპერატურა (+35°C-ზე მეტი), წვიმა და ყინვა.
  • პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული ვარგისიანობის ვადის განმავლობაში. არ გამოიყენოთ
    ვადაგასული პროდუქტები.
  • შეფუთვა უნდა დაიხუროს სამუშაოს შეწყვეტის დროს. პროდუქტი დაცული უნდა იყოს
    გაყინვისგან.
  • გამოყენებისას ზედაპირისა და გარემოს ტემპერატურა უნდა იყოს +5°C – +30°C
  • დარწმუნდით, რომ დასამუშავებელი ზედაპირი მშრალია.
  • პროდუქტს არ უნდა დაემატოს სხვა დანამატები, გარდა ტექნიკური მონაცემების ფურცელში

რეკომენდირებულისა,

  • არ გამოიყენოთ წვიმიან ამინდში.
  • Izoline საგრუნტავი უნდა გამოიყენოთ ცივ მდგომარეობაში.
  • არ დაატანოთ მეორე ფენა, სანამ წინა არ გაშრება.
  • არ გამოიყენოთ წყლის უარყოფითი წნევის წინააღმდეგ.
  • ხელსაწყოები დაუყოვნებლივ გარეცხეთ საპნიან წყალში, ხოლო გაშრობის შემდეგ სამრეწველო
    გამხსნელებით.
  • მითითებული ხარჯის მაჩვენებელი ზოგადი ინფორმაციისთვისაა. ის შეიძლება განსხვავდებოდეს
    გამოყენების პირობებისა და ზედაპირის თავისებურებების მიხედვით.
  • უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ უსაფრთხოების პასპორტი.

შენახვა

  • შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სუფთა, ნესტისა და მზის პირდაპირი
    სხივებისგან დაცულ ადგილას.
  • დაიცავით წყლისგან, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
  • შეინახეთ იარუსებად, მაქსიმუმ 3 სათლი
  • ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, შენახვის ვადა შეადგენს 24 თვეს.

შეფუთვა

  • 17 კგ პლასტმასის სათლი

ტექნიკური მონაცემები