ელასტიური ტექსტურირებული საღებავი სილიკონის ფუძეზე 5120 SILIKONATEX
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
სილიკონის წყალგაუმტარი, ელასტიური, ტექსტურირებული, ფასადის გამძლე საღებავი, რომელიც ფარავს
ზედაპირის მცირე დეფექტებს.
გამოყენების სფერო
● გამოიყენება ფასადებზე, უხეშ ბათქაშზე, ბეტონის ზედაპირებზე, ქვიშაბეტონზე, ნებისმიერ ახალ მინერალზე
და ძველ საღებავზე, შეიძლება გამოყენებულ იქნას შენობაში დეკორატიული ეფექტისთვის.
თავისებურებები
● სილიკონის შემცველობის წყალობით იცავს ფასადს ნალექის ზემოქმედებისგან.
● ელასტიური, შენობების ჩაჯდომის შედეგად ზედაპირზე არსებული ბზარებისადმი მდგრადი.
● წყალგაუმტარი.
● არ უშლის ხელს კედლების „სუნთქვას“.
● მაღალი გამძლეობა ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ, არ კარგავს ფერს, არ იშლება, არ იბზარება.
● მაღალი გამძლეობა დარტყმების მიმართ.
● მდგრადია ტუტეების მიმართ.
● წყალში სხვადასხვა პროპორციით იხსნება, შეიძლება სხვადასხვა ტიპის ლილვაკით დატანა მრავალფეროვანი
ტექსტურის მისაღებად.
● წყლის ფუძეზეა, უსუნო, უსაფრთხო ადამიანისთვის და გარემოსთვის
გამოყენების ინსტრუქცია
● დასამუშავებელი ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ისეთი ადჰეზიის ხელისშემშლელი ფაქტორებისგან,
როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი ან ცხიმი, ასევე ძველი ან გაჯირჯვებული საღებავის ფენებისგან, და იყოს სუფთა
და მედეგი. ახალ მინერალურ ზედაპირებზე გამოყენებამდე საჭიროა დაელოდოთ 28 დღე, ზედაპირის სრულ
გამკვრივებამდე. საჭიროა თავიდანვე მიიღოთ ყველა ზომა შენობის ჰიდროიზოლაციისთვის.
● სინთეტიკური საღებავით ადრე შეღებილი ზედაპირი გაწმინდეთ ზუმფარის ქაღალდით და მოაცილოთ
წარმოქმნილი მტვერი.
● საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ ბზარები და გაასწორეთ ზედაპირი აკრილის სქელი საგოზავით Kale KALIN
AKRILIK MAKUN ან Kalekim TAMIRART ან Kale MACUNART.
● ზედაპირი ძველი საღებავის ნარჩენებით ან ახალი მინერალური ზედაპირი, ასევე ძალიან აბსორბირებადი ან
ოდნავ მინერალური ზედაპირი დაამუშავეთ UNIASTAR ან SILASTAR საშუალებებით.
● გამოყენებამდე კარგად არიეთ საღებავი.
● SILIKONATEX არიერთ ერთგავროვანი მასის მიღებამდე წყლის გარეშე ან გახსენით მაქსიმუმ 10% სუფთა
წყალში და დაატანეთ ზედაპირს ორ ფენად ლილვაკით ან საფრქვევლით.
● ფენების დატანას შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 6 საათი.
● გამოყენებისთანავე გარეცხეთ ხელსაწყოები წყლით.
● ღებვის დროს და შემდეგი 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია რომ ოთახის და შეღებილი
ზედაპირის ტემპერატურა არ იყოს 5°С-ზე ნაკლები.
● არ არის რეკომენდირებული საღებავის გამოყენება ძალიან ცხელ ამინდში, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ,
ძლიერი ქარის დროს, ძალიან ტენიან ან წვიმიან ამინდში. ძალიან ცხელი ზედაპირები უნდა დატენიანდეს
წყლით გამოყენებამდე.
● არ გამოიყენოთ ტენიან ვერტიკალურ ზედაპირებზე.
● იმისთვის, რომ ფართო ზედაპირები იყოს ერთგვაროვანი და არ ჩანდეს პირაპირები, აუცილებელია ქაღალდის
ლენტის გამოყენება ან მუშაობა შესვენების გარეშე საკმარისი რაოდენობის მასალით.
● ელფერში განსხვავებების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია იმავე პარტიიდან საღებავის
გამოყენება. სხვადასხვა პარტიიდან საღებავების გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია საღებავების
ყველა პარტიიდან ერთი ნარევის არევა საჭირო რაოდენობით. გაფრთხილებები
● გაუხსნელ შეფუთვაში შეინახეთ ტემპერატურაზე 5°С-З5°С
შეფუთვა
● 2,5 ლტ და 15 ლტ პლასტმასის სათლები
● 2,5 ლტ სათლები
ინფორმაცია გამოყენებისთვის
სამუშაო ტემპერატურა (+5°C) – (+35°C)
გაშრობის დრო მეორე ფენამდე: 6 საათი
სრული გაშრობა: 24 საათი
მომატებული ტენიანობისა და დაბალი
ტემპერატურის შემთხევაში დრო შეიძლება
გაიზარდოს. ხარჯი
0.40 – 0.66 ლ/მ2
საჭირო ხელსაწყოები
ლილვაკი, საფრქვეველი







