ელასტიური წაგლესა ნაკერებისთის (6-20 მმ) – 2600 FUGAFLEX
- მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
აღწერა
- მაღალეფექტური, ელასტიური წაგლესა ნაკერებისთვის, ცემენტის ფუძეზე, განკუთვნილია 6-20 მმ
ნაკერებისთვის.
გამოყენების სფერო
● გამოიყენება შიდა და გარე მსხვილგაბარიტიანი მოსაპირკეთებელი მასალების, როგორიცაა კერამიკა
რუსტიკულ სტილში, გრანიტი, კოტო, კლინკერი, მარმარილო, ბუნებრივი ქვა, 6-20 მმ-იანი
ნაკერების შესავსებად,
● გამოიყენება ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზედაპირებზე ნესტიან ადგილებში, როგორიცაა
საცურაო აუზები, წყლის ავზები.
● იძლევა შესანიშნავ შედეგს ისეთ ადგილებში, სადაც არის ინტენსიური საქვეითო და სატვირთო
მოძრაობა და ტემპერატურის უეცარი ცვლილებები, როგორიცაა ფასადები, ტერასები, იატაკქვეშა
გათბობის სისტემები, საწყობები.
თავისებურებები
● გამოიყენება სასმელი წყლის ავზებში.
● გააჩნია მაღალი ელასტიურობა.
● მდგრადია გაყინვა-გალღობის ციკლების მიმართ.
● გააჩნია დაბალი წყლის შთანთქმა.
● უზრუნველყოფს ზედაპირს რუსტიკულ სტილში.
● მდგრადია აბრაზიის მიმართ.
● არ იბზარება.
● სწრაფად მკვრივდება, რაც საშუალებას იძლევა დაიწყოთ ექსპლუატაცია უმოკლეს დროში.
● ხელმისაწვდომია 12 სხვადასხვა ფერის ვარიანტში, რომლებიც მდგრადია ულტრაიისფერი
გამოსხივების და ატმოსფერული ზეგავლენის მიმართ.
ზედაპირის მომზადება
● ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, მშრალი, ერთგვაროვანი, თავისუფალი ზეთებისა და ცხიმისგან,
მტვრისა და ფხვიერი ნაწილაკებისგან.
● დარწმუნდით, რომ ნაკერები მშრალი, სუფთა და მყარია.
● აუცილებელია ნაკერებისა და ჩაღრმავების ზედაპირიდან მტვრის, ჭუჭყისა და ცემენტის ნარჩენების
მოცილება, რომლებიც აფერხებენ ადჰეზიას.
● ნაკერები ცარიელი უნდა იყოს ფილების სისქის მინიმუმ 2/3-ით.
● წებო ან ხსნარი, რომელიც გადმოვიდა ნაკერებიდან ფილების დაკრობის დროს, უნდა გაიწმინდოს,
სანამ სველია.
● ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მაღალი აბსორბციის მქონე ფილები, მაღალი ტემპერატურა ან
ქარიანი ამინდი, ნაკერები უნდა დატენიანდეს სუფთა წყლით.
გამოყენების ინსტრუქცია
● წაგლესის გამოყენებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ წებო გამკვრივდა.
● Fugaflex ნელ-ნელა ჩაყარეთ წყალში, ტექნიკურ ცხრილში მითითებული პროპორციით, და არიეთ
ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაბალი სიჩქარის მიქსერის გამოყენებით. არ დაამატოთ
ნივთიერებები, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. მითითებულზე
მეტი ან ნაკლები წყლის დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს ბზარების გაჩენა, მტვრის წარმოქმნა და
ფერის დეფექტები.
● მომზადებული ხსნარი უნდა დაყოვნდეს 5-10 წუთის განმავლობაში. გამოყენებამდე კვლავ არიეთ 1-
2 წუთის განმავლობაში.
● მომზადებული ხსნარი გამოიყენეთ 1 საათის განმავლობაში.
● გაანაწილეთ ხსნარი ზედაპირზე, რეზინის შპატელის გამოყენებით შეავსეთ ნაკერები განივი
მოძრაობებით და გადაფხეკით ზედმეტი მასა ზედაპირიდან.
● როდესაც ნაკერებში ჩასხმული მასალა წყალს კარგავს და უფერულდება, როგორც წესი, 10-20 წუთის
შემდეგ ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ღრუბლით წრიული მოძრაობით. ეს პერიოდი
შეიძლება შემცირდეს შეუსაბამო გარემო პირობებში გამოყენებისას, როგორიცაა მზის პირდაპირი
სხივები და ქარი, მაღალშთანმთქმელი მოპირკეთების მასალებზე გამოყენებისას ან მზეზე ლოდინის
დროს. გაუფერულების პრობლემა შეიძლება წარმოიშვას ნაადრევად გაწმენდისას ან ზედმეტად
სველი ღრუბლის გამოყენებისას. ღრუბელი ხშირად უნდა გაირეცხოს.
● მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ Fugaflex საკმარისად მშრალია და არ გადმოდის ნაკერებიდან,
ზედაპირზე არსებული ნარჩენები უნდა გაიწმინდოს მშრალი ქსოვილით.
მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
● გამოყენებამდე ზედაპირი დაცული უნდა იყოს Seracare Surface Protector საშუალებით, რათა
ფოროვანი და შთანმთქმელი ზედაპირები, როგორიცაა კოტო, კლინკერი, მსუბუქი გრანიტი,
კერამიკა, არ დაზიანდეს შემავსებლის ნარჩენებით.
● თუ არასათანადო გაწმენდის გამო ზედაპირზე დარჩა ხსნარის ნარჩენები, გასაწმენდად შეგიძლიათ
გამოიყენოთ Seracare Cement Remover, ხსნარის გამოყენებიდან 10 დღის შემდეგ, გამოყენების
ინსტრუქციის შესაბამისად.
● ვადაგასული ან ქერქიანი ხსნარი უნდა გადააგდოთ.
● გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ ხელსაწყოები წყლის დიდი რაოდენობით,
სანამ Fugaflex ჯერ კიდევ სველია.
● როდესაც Fugaflex გამოიყენება ძალიან ცხელ, მშრალ და ქარიან პირობებში, რეკომენდირებულია
მისი წყლით დატენიანება დატანიდან რამდენიმე საათის შემდეგ საბოლოო შედეგის
გასაუმჯობესებლად.
● ხარჯი ნაჩვენებია ზოგადი ინფორმაციისთვის. ის შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენების
პირობებისა და ზედაპირის თავისებურებების მიხედვით.
● ვინაიდან მასალა ცემენტის ფუძეზეა, არ შეისუნთქოთ მისი მტვერი და მოერიდეთ კონტაქტს კანთან
და თვალებთან. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ უსაფრთხოების პასპორტი.
შენახვა
● შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
● დაიცავით წყლისგან, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
● დასაწყობება შეილება მაქსიმუმ 10 იარუსად.
● ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს
შეფუთვა
● 20 კგ კრაფტ-ტომარა
● 5 კგ პოლიეთილენის ტომარა
● 1 კგ პოლიეთილენის ტომარა
ხარისხის სერტიფიკატები
კლასი CG2WA სერტიფიცირებული TS EN 13888.
C: ცემენტის ფუძეზე
G: წაგლესა ნაკერებისთვის
2: გაუმჯობესებული
W: დაბალი აბსორბცია
A: მაღალი მდგრადობა ცვეთის მიმართ
აქვს სასმელ წყალთან კონტაქტში მყოფი პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი BS 6920 სტანდარტების
შესაბამისად, გაცემული ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის დოპინგის კონტროლის თურქული ცენტრის ქიმიური
ანალიზის ლაბორატორიის მიერ.


