101% ორიგინალი
ყველაზე დაბალი ფასი
უფასო მიწოდება

გამამყარებელი TECNICA 22 CW

  • Check Mark მიწოდების სავარაუდო დრო: მაქსიმუმ 4 სამუშაო დღე
  • Visa Card
  • MasterCard

აღწერა
გამამყარებელი აკრილის ემულსიის ფუძეზე, რომელიც გამოიყენება ბეტონზე, მოსაჭიმზე ან
ცემენტზე ზედაპირული გამამყარებლის შემდეგ, ხელს უშლის წყლის სწრაფ აორთქლებას
ზედაპირიდან და ამცირებს ჩაჯდომის და ბზარების გაჩენის რისკს.

გამოყენების სფერო
● გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისთვის,
● იატაკებისთვის, სადაც გამოიყენება ბეტონი, მოსაჭიმი და გამამყარებელი ცემენტის ფუძეზე,
● დაბალი ტენიანობის, მაღალი აორთქლების და ჰაერის ნაკადის პირობებში ბეტონის ჩასხმისას,
● ჩვეულებრივი ბეტონის წარმოებაში, რომელიც საჭიროებს გამყარებას.

თავისებურებები
● საშუალებას აძლევს ცემენტის ზედაპირებს გამკვრივდეს და მიაღწიოს მაქსიმალურ
პროდუქტიულობას, გამყარების ნორმალურ რეაქციაზე გავლენის გარეშე.
● საშუალებას აძლევს ცემენტის ზედაპირს შეინარჩუნოს ტენიანობა.
● ამცირებს ჩაჯდომის და ბზარების გაჩენის რისკს.
● ეფექტური და გამძლე.
● უზრუნველყოფს უფრო მყარ, უმტვერო ზედაპირს.
● ადვილად გამოსაყენებელი.
● არ შეიცავს გამხსნელებს.

გამოყენების ინსტრუქცია
● Tecnica 22 CW მზადაა გამოსაყენებლად, გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
● დაიტანება ლილვაკით ან საფრქვევლით მზა ზედაპირებზე ან ფორმირებულ ბეტონზე ფორმების
მოხსნის და ზედაპირის სიპრიალის დაკარგვის შემდეგ.

მოვლა და გამოყენების შემდგომი რეკომენდაციები
● გამოყენებისას ზედაპირისა და გარემოს ტემპერატურა უნდა იყოს +5°C – +30°C
● ზედაპირი უნდა იყოს სუფთა და მყარი, წყლის დაგროვების და ფხვიერი ნაწილაკების გარეშე.
● გამოყენებისას მასალამ არ უნდა წარმოქმნას გუბე.
● არათანაბრად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება მიიღოთ ფერის ტონებში განსხვავება.
● ხარჯი შეიძლება გაიზარდოს ღია ჰაერზე და ქარიან პირობებში გამოყენებისას.
● დარწმუნდით, რომ სამუშაო ხელსაწყოები სუფთაა.
● დამატებითი სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული გამოყენების დროს და გაშრობამდე,
თუ გარემო და ზედაპირის ტემპერატურა ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალია.
● გამოყენების შემდეგ ხელსაწყოები და აღჭურვილობა უნდა გაირეცხოს წყლით.
● გამოყენებისას გაიკეთეთ დამცავი ნიღბები, სათვალეები და ხელთათმანები და ჩაიცვით
შესაბამისი სამუშაო ტანსაცმელი.
● პროდუქტის ვარგისიანობის ვადის შესახებ ინფორმაცია ძალაშია დახურულ შეფუთვაში და
შესაბამის პირობებში შენახვისას.
● დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უსაფრთხოების პასპორტი

შენახვა
● შეინახეთ +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სუფთა, ნესტისა და მზის პირდაპირი
სხივებისგან დაცულ ადგილას.
● დაიცავით წყლისგან, ყინვისა და ამინდის მძიმე პირობებისგან.
● ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, შენახვის ვადა შეადგენს 12 თვეს.

შეფუთვა
● 30 კგ ბიდონი

ტექნიკური მახასიათებლები